• რეკლამა
  • კონტაქტი
01:42, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამ გააბრაზა ნინო გიორგობიანი?! – ცრუ ზარი თუ ექსპერიმენტი..?

ალია ავტორი - ალია
01:30 07-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით.

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება.

მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს.”

ქალბატონო ნინო, გამიზნულად იმეორებთ, რომ მოქალაქემ გააკეთა ცრუ შეტყობინება, თუ მართლა ვერ არჩევთ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტს მოქალაქის მიერ განხორციელებული ცრუ ზარისგან?

ცრუ ზარი დასჯადია და პოლიციის “ცრუ მისვლა” შემთხვევის ადგილზე – კანონიერი?

პოლიცია, რომელმაც იცის, რომ ადგილზე არიან დაშავებულნი და საჭიროა სასწრაფო დახმარება – მიდის და არც კი ნახულობს შემთხვევის ადგილებს, იქნება და სისხლითაა მორწული? არ არის ეს ცრუ მისვლა?

უამრავი ადამიანი წერს მასალების კომენტარებში რომ ბოლო დროს პოლიციას ადგილზე მისვლა აგვიანდება – შუაგული ქალაქიდან მოქალაქემ დაგირეკათ, გითხრათ რომ მარტოხელა, ავადმყოფ მამაკაცს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ და კარს უმტვრევდნენ და პეკინის ქუჩაზე 25 წუთის მერე მივიდა ეკიპაჟი, ორი ზარის განხორციელება გახდა საჭირო, რომ 25 წუთის მერე მაინც მისულიყვნენ.

არათუ არ არის საჭირო ექსპერიმენტი, თვეში ერთხელ მაინც უნდა ვატარებდეთ, თვეში ერთხელ მაინც უნდა ვამოწმებდეთ, მართლა მოდუნდით, თუ ხალხს “ეჩვენება”…

მაგრამ, არ არის ჩვენი შსს ასეთი ხანგრძლივობით, ამდენი მედიის ერთდროულ, პერმანენტულ კრიტიკას ჩვეული და ალბათ, გაღიზიანდით?

4 ივლისს დაიწვა ე.წ. ფერად შენობასთან ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა – 8 ივლისს ჩავიდა გადასამოწმებლად შსს – 5,6,7,8 ივლისს მედია არ გაჩერებულა, ყველამ დაწერა და თქვა ამ გადამწვარ ადგილზე – და კი, მერე ჩავიდა შსს…

ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ მოსულა და არ იცით, რომელ კითხვაზე მოგივათ პასუხი – “ვერ დადგინდა, არასაკმარისი, არასწორად მოწოდებული მასალის გამო”, არ იცით, იმ ადგილიდან რა დასჭირდება კიდევ ექსპერტიზას და ადგილი დაცულიც არაა…

აი, ესაა საგანგაშო…

ისე, ეს სტრატეგიული კომუნიკაცია რატომაა გამოყოფილი, არასტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიც გაქვთ?

ან, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების (არასტრატეგიულის კი არა, მთლად სტრატეგიულის) დირექტორს, იმის დრო, სურვილი და შესაძლებლობა რატომ აქვს, ქვეყნის არაფორმარული მმართველის, ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ფოტოები აზიაროს და ავრცელოს?

და ბოლოს, პოსტების და ფოტოების გასაზიარებლად რაკი გცალიათ, იმასაც გკითხავთ, როგორ არის ბოლოს და ბოლოს, პატრული სტყუის, თუ თქვენი ნათესავი?

როგორ, მართლა მოატყუა თქვენმა ნათესავმა პატრული, არ ვიცნობ ჩხუბში მონაწილე პირებს, არ ვიცი ვინ არიანო და გასართობად წავიდა?

თუ პატრული იტყუება და თქვენ ნათესავს ტყუილად ადებს ხელს?

საწყალი შსს, როგორ მოატყუა თქვენმა ნათესავმა ასე გამოცდილი თანამშრომლები, ჰა?

ასე მარტივად ტყუვდება პატრული, რომელსაც ინფორმაცია აქვს რომ ადგილზე დაშავებულები უნდა დახვდეს და იცის რომ ათზე მეტი პირი ჩხუბობდა?

ექსპერიმენტია, ქალბატონო ნინო საჭირო, მაგის გასარკვევად, ასე ადვილად ტყუვდება პატრული, თუ არა…

თუ მართლები ხართ და თუ კარგად მუშაობს, მსგავსი ექსპერიმენტები თქვენ ინტერესებშია, დაწერდით ახლა, აი, პატრული გამოიძახეს, ნომერი რომ შემოვიდა, არ გადაგვიმოწმებია ვის ეკუთვნოდა, არ ვიცოდით, რომ ჟურნალისტი იყო, მოქალაქე გვეგონა და ნახეთ, ამდენ წუთში მივედითო…

მაგრამ, სტრატეგიას რას გავუგებთ ჩვენ, ჟურნალისტები…

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved