• რეკლამა
  • კონტაქტი
10:38, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რამ აიძულა თემურ ალასანია საქართველოში ჩამოსულიყო? – დავალებას ასრულებენ“ – გოგა ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
02:02 12-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

უბრალოდ, დავალებას ასრულებენ. ისინი იძულებული არიან ეს დავალება შეასრულონ, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა იმ შესაძლო მიზეზზე, რამაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია აიძულა, საქართველოში ჩამოსულიყვნენ.

ხაინდრავას თქმით, თემურ ალასანიას მის დისშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქართველოში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელიც გამოძიებული არ არის.

„რამ აიძულა თემურ ალასანია, რომ საქართველოში ჩამოსულიყო? რა უნდა გააკეთოს აქ ისეთი, რომ მაინც და მაინც მისი ჩამოსვლა იყო საჭირო? არის რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რასაც ისინი უარს ვერ ეუბნებიან. უბრალოდ, დავალებას ასრულებენ. ეს არის დავალება და იძულებული არიან ეს დავალება შეასრულონ. სხვა შემთხვევაში, მე კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს. რის მაცივარში ჩამჯდომია?!“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ყოფილი ჩეკისტები არ არსებობენ. არ არსებობენ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი იმდენად არიან გადაბმული იმ ორგანიზაციასთან და იმდენი კომპრომატი არსებობს მათზე, რომ შეუძლებელია მათი გადაკეთება. თემურ ალასანია ისეთივე პროამერიკელია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ არის პროამერიკელი, – ამბობს გოგა ხაინდრავა.

„ხე ნაყოფით შეიცნობა. თუ დავუკვირდებით, რა ხდება მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში და რას სჩადის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბელადი სააკაშვილი, მათი ნამოქმედარი მხოლოდ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება. არანაირი სხვა დანიშნულება, არანაირი სხვა ახსნა იმ ქმედებებს, რასაც ჩვენ ვხედავთ, არ აქვს. ისინი არ ცნობენ კანონს, ხალხის ნებას, კონსტიტუციას. ერთადერთი, რასაც ისინი სცნობენ, არის დესტრუქცია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

თეგები: გოგა ხაინდრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved