• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რახან არავინ ამბობს, ბარემ მე ვიტყვი…” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
03:06 07-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
440

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

,,რახან არავინ ამბობს, ბარემ მე ვიტყვი ამ არაპოპულარულ აზრს.

ევროპული მომავლის მხარდასაჭერ აქციაზე მოსული ხალხს აერთიანებს პროდასავლური ორიენტაცია და ყველა მათგანი ცხადია უკმაყოფილოა ხელისუფლების პოლიტიკით, რის გამოც ვერ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მაგრამ ამ ზოგადი უკმაყოფილების გადატანა ერთ რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში არის პრინციპულად შეუძლებელი, რადგან იქ მოსულ ხალხს ამოძრავებს სრულიად განსხვავებული მიზნები:

ვიღაცას უნდა ნაცების ეპოქის დაბრუნება თავისი ყველაფრით; ვიღაცას ნაცების დაბრუნება უნდა მცირე ან არაცთუ მცირე კორექტირებით;
ვიღაცას კოალიციური ხელისუფლება უნდა, სადაც ნაცები იქნებიან დომინანტები;
ვიღაცას კოალიცია უნდა ნაცების დომინაციის გარეშე;
ვიღაცას კოალიცია ნაცების გარეშე უნდა;
ვიღაცას გახარიას და ბიძინას შერიგება უნდა;
ვიღაცას კობახიძე და ღარიბაშვილი არ მოსწონს, თორემ ვინმე კუჭავას მსგავსს თუ დააყენებს მათ ნაცვლად ბატონი ბიძინა, იმაზეც თანახმაა;
ვიღაცას კი ოღონდ ესენი მოშორდნენ და სულ არ აინტერესებს მერე რა იქნება.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მოტივაცია და მოლოდინები აქციებზე შეკრებილი პროდასავლელი და ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანებისა არის განსხვავებული და არა უბრალოდ, განსხვავებული, არამედ არსებითად და ფუნდამენტურად.

ამიტომაც შეუძლებელია, რომ ეს განსხვავებული განწყობები და მოლოდინები შეჯერდეს ზემორე ჩამონათვალის ბოლო პუნქტზე, ანუ “ოღონდ კი ბიძინა მოშორდეს და ამას რა მოჰყვება, მერე ვიფიქროთ” განწყობაზე.

არ აგორდება ამ დღის წესრიგით დიდი საპროტესტო ტალღა.

არადა სხვა დღის წესრიგი არც არის, თუ არ ჩავთვლით რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, მაგრამ აქაც ხელისუფლების ნებაა საჭირო, რომელიც არ არსებობს და, გარდა ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი ჭრელი ელექტორატიდან რიგგარეშე არჩევნების სურვილი ბევრს შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს იმ პირობებში, როცა პოლარიზაცია ასე გამწვავებულია და საარჩევნო პროცესი კვლავ მიშა vs ბიძინა ნიშნით წარიმართება. აქედან გამომდინარე, ვერც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა შეკრებს საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერს და რაც მთავარია, ამ მოთხოვნას ამერიკა და ევროკავშირი ან დაუჭერს მხარს ან არა. უფრო სწორად, მე პირადად კი დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუჭერს, მაგრამ გეკითხათ მაინც მათთვის, რამდენად ეთანხმებიან არა მარტო რიგგარეშე არჩევნების იდეას, არამედ ზოგადად “ჯერ ბიძინა გავუშვათ და მერე ვიფიქროთ ევროკომისიის რეკომენდაციებზე” ტიპის მიდგომას. იმაზე, თუ რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი აქტივობის სინქრონიზირებას დასავლეთის მოთხოვნებთან, რათა იქიდანაც განხორციელდეს სათანადო ზეწოლა, სიტყვას აღარ გავაგრძელებ.“

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved