აშშ-ს არმია, შესანიშნავ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს მტრის სრულ განადგურებას დაგეგმილზე გაცილებით ადრე და ისეთ დონეზე, რომელიც ხალხს არასდროს არ უნახავს. ჩვენ ყოველ საათში ვანადგურებთ ირანის შესაძლებლობებს დრონებისა და რაკეტების მხრივ ისე, რომ ეს არავის წარმოედგინა. როგორც კი რაკეტას გაუშვებენ 4 წუთში გამშვებ დანადგარს ვურტყამთ, არ იციან, რა ხდება. მსოფლიოში ყველაზე დიდებული არმია გვყავს. აღარ არსებობს მათი სამხედრო-საზღვაო ძალები, 24 გემი სამ დღეში, ეს ბევრია.
მათი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი აღარ არსებობს, მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები, თავდაცვა, განადგურდა მათი ყველა თვითმფრინავი. აღარ არსებობს მათი კომუნიკაციის სისტემები, ასევე რაკეტები და გამშვები დანადგარები – შესაბამისად, დაახლოებით 60% და 64%. ამ ყველაფერს თუ არ გავითვალისწინებთ ისინი კარგად მიდიან. ვიკითხე, რა დარჩა-მეთქი. მაგრამ ისინი ჯიუტები არიან და ბრძოლა სურთ. გვირეკავენ, გვეკითხებიან, “როგორ დავდოთ შეთანხმებაო.” მე ვუთხარი, ცოტა დაგაგვიანდათ-მეთქი. ახლა ჩვენ მათზე მეტად გვსურს ბრძოლა. ამ ხალხთან 47-წლიანი საშინელება გამოვიარეთ.














კომენტარები