• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაის ბედნიერი ახალი წელი, ამხელა გადასახადები საიდან, ხალხო, საიდაააან…” – ნინო განუგრავა

ალია ავტორი - ალია
20:23 12-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,822

ჟურნალისტი, ნინო განუგრავა:

11.30.. ფილარმონიასთან კოსტავაზე ჩავედი.. და დავიწყე ფიქრი სად გამეჩერებინა მანქანა..
,,ამირანთან” შეწეულივით როა.. ორი თუ სამი მანქანა იდგა და ერთი ადგილი იყო.. არიქა მეთქი.. ღმერთო ასე როდის შეგიყვარდი ასე რომ დამახვედრე ადგილითქო.. ვიფიქრე და შევჯლიგინდი.. წყვეტილი ხაზიბიცაა მანდ დახაზული.. ოღონდ სისქეს არ დავკვირვებივარ.. ჩვეულებრივი პარკინგი მეგონა.. მოკლედ გავაჩერე და შევედი სულ რაღაც 15-20 წუთით ჩაჩავაში (იიიი ორსულად ხარ ღლიცინების გარეშე.. სტომატოლოგთან შევედი) დაახლოებით ათ წუთში იწყება ის, რასაც კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი..
ჯერ მოვიდა ერთი სმს რომ დავჯარიმდი 50₾.ით.. ნუ მეთქი ჰა ჯანდაბას.. მთავარია მანქანა გაჩერებული მყავს და წრეებს არ ვუტყამ ვარაზის ხევი-
კოსტავას ადგილის ძებნაში..
ამ სმს ეგრევე მოყვა შემდეგი სმს.. მანქანა გადაყვანილია……….
აქ დამცხა.. მაგრამ ნუ რაღას ვიზამდი.. გავიკეთე ბრეკეტების კორექცია.. გამოვედი.. ჩავხტი ტაქსში და წავედი ჩემი მანქანის დასახსნელად.. აქ იწყება კინო.. არა სერიალი..
ნუ ჯერ ის რომ ამირანიდან ის ერთი პატარა გზის მონაკვეთი გადამატარა ტაქსმა, ახალ გზაზე ანუ და ათი ლარი გამომართვა, ოკ.. მერე ის რომ 50 ლარი ჯარიმა და მანქანის აქედან გაყვანა 150 ლარიო.. ნუ მაგაზეც რას ვიტყოდი.. მაგრამ აი პირადობასთან ერთად მანქანის ტექ პასპორტი რომ მომთხოვეს მანდ უკვე მივხვდი რომ შემდგომი სტატუსი რომელიმე წინასწარი დაკავების საკნიდან იქნებოდა.. არ მაქვს ეს ტექ პასპორტი.. აი არსად არ მაქვს.. გადავჩხრიკე ყველაფერი.. ამოვატრიალე ჩანთა.. მანქანა.. არ არის.. აქამდე სულ იყო.. აი ეხლა არ არის..
არ მატანენ მანქანას..
ზომბი სახეებით და ტონით..
,,მთავრობის დადგენილებით თან უნდა გქონდეთ პირადობა და ტექ პასპორტი..”
ვეხვეწები.. ვევედრები.. ვაგინებ.. ვწყევლი.. ვუხსნი, რომ პირადობითაც ჩანს, რომ ნამდვილად ჩემია მანქანა და არ აქვთ უფლება რომ არ მატანენ.. თანხას ხომ ჩმორული სიჩუმით ვიხდი..
არა.. მანქანა ნამდვილად თქვენია, მაგრამ აუცილებლად უნდა გქონდეს ტექ პასპორტი!!!!!!
წავეთრიე, გავაჩერე ისევ ტაქსი.. გადავლახე 9 ზღვა და 9 საცობი.. ავაღწიე ქავთარაძეზე.. ამჯერად ძალიან პატიოსანი მძღოლი.. გულწრფელად მითანაგრძნო.. მხოლოდ 5 ლარიო..
შევედი . .
ტექ პასპორტის აღდგენა – 101 ლარი..
აი თურმე რატომ უნდა მქონოდა ასე დაჟინებით.. უეჭველი.. მარტო ისინი ხომ არ იშოვიან ფულს.. ამათაც უნდა აშოვნინონ.. ოფთალმოლოგთან რომ მიდიხარ და ბარემ გინეკოლოგთანაც რომ გიშვებს, ეგ თემაა..
ჰოდა აღვადგინე.. რა მექნა . . ჩავეთრიე ისევ ტაქსში და წავეთრიე ისევ იმ წყეულ სადგომზე.. ამჯერად 12₾..
ისევ შევედი..
და ისევ ისე.. გაზომბებული სახეებით დამხვდნენ.. რომ ელაპარაკები.. ჯერ სთხოვ .. მერე თავზე ახურავ და თვალებში რომ არ გიყურებენ . . ან ტელეფონში არიან ჩამძვრალები.. ან ჭერს და კედლებს უყურებენ. .
მეორედ რომ დავბრუნდი საბუთებით სრულად აღჭურვილი ძალიან თავაზიანად მივაწოდე..
– დღეს მერამდენე ვარ ვინც გახურავთ და კიდე რამდენ ჩემნაირს ელოდებით? როდის ასწრებთ კარგ ხასიათზე ყოფნას?
– ქალბატონო ნინო.. ჩვენთან მხოლო ბარათით იხდით..
– ააა ქეში რომ მქონოდა კიდევ უმანქანოდ მიშვებდით?
– არა დამშვიდდით. . მაგ შემთხვევაში რამეს დაგეხმარებოდით ..
– ოკ.. ფულის გადახდაზე დამეხმარებოდით.. ას ლარიანი ტექ პასტორტი აუცილებლად უნდა მქონოდა..
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
რაის ბედნიერი ახალი წელი..
მე კაი.. რაღაცნაირად გამოვიღე და გადავიხადე.. ხალხო.. ხალხს რას ეუბნებით.. ამხელა გადასახადები საიდან ხალხო.. საიდაააან.. 328₾ დამიჯდა 15 წუთიანი ამირანთან მიჩერება.. როცა არც მოძრაობას ვაფერხებდი.. და არავის არაფერში ვუშლიდი.. დამაჯარიმეთ.. ოკ.. გავიგე.. სხვა დროს აღარ ვიზამ.. მაგრამ მანქანას მპარავთ.. და თან ამხელა ხარჯში მაგდებთ.. ვინმე არ გიზით ერთი მაინც ვისაც ოდნავი სინდისი ქონდეს და რჩევებს გაძლევდეთ?
ამდენი გამწარებული ხალხის მერე რაის ბედნიერ ახალ წელს ელოდებით.. რატომ იმსახურებთ?
( თებრო რომ მყოლოდა უკეთეს შუა თითს დამიხატავდა..)
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
გთხოვთ ვინმემ გამეცით პასუხი..
რატომ არ შეიძლება მანქანა გამოეტანებინათ პირადობის მოწმობის საფუძველზე..
და რა დამატებითი ოპერაციები განახორციელეს 101 ლარად აღდგენილი ტექ პასპორტის მიტანის შემდეგ..
და რა ვუყო იმ ტექ პასპორტს, რომელიც სავარაუდოდ კახეთის სახლში მაქვს შენახული სხვა საბუთებთან ერთად..
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, სწავლობს and ტელეფონი გამოსახულება
თეგები: თბილისის მერიანინო განუგრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved