• რეკლამა
  • კონტაქტი
05:15, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ რა­ღაც სას­წა­უ­ლი ხდე­ბო­და ჩემს თავს“ – შატილის ავარიას სასწაულებრივად გადარჩენილი ნატალია ალაპარაკდა

ალია ავტორი - ალია
10:27 11-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

შა­ტი­ლის ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი სა­მი­ვე გო­გო­ნა, ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე, დღეს სა­კუ­თარ სახ­ლში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ ამ დრომ­დე არ აქვთ პა­სუ­ხე­ბი მომ­ხდარ­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ელო­დე­ბი­ან.

ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე დღეს პირ­ვე­ლად იხ­სნებს თავს გა­დამ­ხდარ ამ­ბებს:

“ჩემს მოს­წავ­ლეს­თან, ხა­ტია ზა­ა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ დავ­კარ­გე, შა­ტი­ლის ტურ­ზე წა­ვე­დი. იმის გა­აზ­რე­ბა მი­ჭირს, რაც ჩვენს თავს მოხ­და. არა­ფე­რი დარ­ჩა ჩემს მეხ­სი­ა­რე­ბა­ში. ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბა წყდე­ბა იქ, როცა თაფ­ლის სა­ყიდ­ლად გავ­ჩერ­დით. თქვეს თაფ­ლი შე­ვის­ყი­დო­თო, არა­და ვა­პი­რებ­დით ყვე­ლა­ნი სად­მე ქვე­ვით რეს­ტო­რან­ში დავ­მსხდა­რი­ყა­ვით. ზე­ვით ვე­რა­ვინ ვერ მიგ­ვი­ღო, გვი­თხრეს რომ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­დნენ ხინ­კლის შეხ­ვე­ვას. ყვე­ლას გვში­ო­და. მახ­სოვს ცოტა უკ­მა­ყო­ფი­ლოც ვი­ყა­ვი რომ გა­ჩე­რეს, რა დროს თაფ­ლია, გვშია-მეთ­ქი. 

მერე არა­ფე­რი მახ­სოვს, არა­და თურ­მე ამ სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის შემ­დეგ გონ­ზე ვყო­ფილ­ვარ, ბევ­რიც მი­ლა­პა­რა­კია ჩემ­ზე, მაგ­რამ ეს მე არა­ფე­რი მახ­სოვს. ბო­ლომ­დე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შევ­სულ­ვარ ისე, რომ გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს. მთე­ლი გზა სას­წრა­ფოს მან­ქა­ნით რომ მოვ­ყავ­დით თურ­მე გონ­ზე ვი­ყა­ვი. მერე და­მი­რე­კა იმ ექთან­მა, რო­მელ­მაც ბი­სო­დან სას­წრა­ფო­თი გად­მოგ­ვიყ­ვა­ნა, ეგეც არ მახ­სოვ­და, რომ თურ­მე სა­დღაც მცხე­თას­თან სხვა სას­წრა­ფო­ში გა­და­ვუს­ვი­ვართ. ექთ­ნის­თვის ბევ­რი რამე მო­მი­ყო­ლია ჩემ­ზე, მაგ­რამ არა­ფე­რი მახ­სოვს. აქეთ მი­ამ­ბო­და ჩემს მო­ყო­ლილ ამ­ბებს. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე ვნა­ხე ბა­ტო­ნი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი, ვერ მივ­ხვდი სად ვი­ყა­ვი, რა­ტომ ვი­ყა­ვი, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს.

ნეკ­ნი მაქვს ნა­ხე­ვა­რი ამოც­ლი­ლი, იმ სა­ღა­მოს რომ მი­მიყ­ვა­ნეს ძა­ლი­ან ცუ­დად ვყო­ფილ­ვარ. ექი­მე­ბი მერე ამ­ბობ­დნენ, შენ რომ ახლა გვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ჩვენ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­აო. ისე მძი­მედ ვი­ყა­ვი. გა­მო­წე­რის შემ­დეგ ორ­ჯერ მი­ვე­დი კონ­ტროლ­ზე, მე­ო­რედ უკვე ჩემი ფე­ხით. უნდა გე­ნა­ხათ კლი­ნი­კის ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი რო­გორ მხვდე­ბოდ­ნენ, ტი­როდ­ნენ რომ მი­ყუ­რებ­დნენ. მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა. ფილ­ტვე­ბი ახლა მგო­ნი კარ­გად მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის შიში აქვთ და გა­რეთ არ მიშ­ვე­ბენ, სახ­ლში ვარ ჩა­კე­ტი­ლი, მი­თ უ­მე­ტეს კო­რო­ნა არის და ძა­ლი­ან მიფრ­თხილ­დე­ბი­ან კო­რო­ნა არ შემ­ხვდეს.

მენ­ჯე­ბი მქონ­და გაბ­ზა­რუ­ლი, საჯ­დო­მი ძვა­ლი გა­ტე­ხი­ლი, მარ­ცხე­ნა ხელი მო­ტე­ხი­ლი. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი აღ­დგა. მოკ­ლედ ბევ­რი და­ზა­ნე­ბე­ბი გვაქვს სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ მთა­ვა­რია გა­დავ­რჩით არა­ფერ­ზე წუ­წუ­ნი არ შე­იძ­ლე­ბა, არა­ფე­რი სათ­ქმე­ლი არ გვაქვს, ხმა არ გვაქვს ამო­სა­ღე­ბი. მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში იმ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ად დარ­ჩე­ბა, ვერ გა­მომ­დი­ვართ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. დღემ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი არა­ნა­ი­რი, თუ რა მოხ­და. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი არ არის. არ ვი­ცით რა­ტომ მოხ­და და რა­ტომ შე­ე­წი­რა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე პა­სუ­ხებს ვი­თხოვთ.

ბა­ტო­ნი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი და იმ კლი­ნი­კის ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი ცალ­კე სა­ლა­პა­რა­კოა, ეს არ იყო მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის და ექი­მე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა. გა­დაგ­ვყვა მთე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი, რა­ღაც სას­წა­უ­ლი ხდე­ბო­და ჩემს თავს. ოდ­ნავ სახე რომ შე­მეც­ვლე­ბო­და იმ წამს ყვე­ლა ჩემ­თან იდგა, რამე ხომ არ გჭირ­სო. უდი­დე­სი მად­ლო­ბა მათ. ამას ვე­რა­სო­დეს გა­და­ვიხ­დი. კი­დე­ვაც ვთქვი ყო­ველ­დღე მად­ლო­ბე­ბის წე­რი­ლე­ბი რომ გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი-მეთ­ქი. მარ­თლა სას­წა­უ­ლი გა­ა­კე­თეს”, – განუცხადა “ამბებს” ნა­ტა­ლიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved