• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაღაც გაუგებრობაა ეტყობა 9 აპრილთან დაკავშირებით” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
21:06 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
744
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
რაღაც გაუგებრობაა ეტყობა 9 აპრილთან დაკავშირებით: ისე გამოყავთ, თითქოს ზვიად გამსახურდია 1989 წლის 9 აპრილის დარბევის ღამეს მომიტინგეებთან არ ყოფილა. არათუ იყო, იგი მოიწამლა კიდეც, რამდენადაც შეისუნთქა მომწამვლავი ნივთიერება. ამიტომაც გამოვაქვეყნებ ნაწყვეტს ჩემი სტატიიდან ამ ღამეზე, რომელმაც დაიწყო ახალი ისტორიული ეპოქა.
“პატრიარქის გამოსვლას, რომელმაც ყურადღება გაამახვილა დარბევის საფრთხის რეალურობაზე და მოშიმშილეებს მოუწოდა ქაშუეთის ტაძარში სალოცავად გადასვლისკენ, სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. ამის შემდეგ მომიტინგეეებმა გადაწყვიტეს, არ გასცლოდნენ იქაურობას და ბოლომდე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი. 9 აპრილის ღამეს დაუვიწყარია მერაბ კოსტავას საოცარი გზნებით, ექსპრესიითა და უზარმაზარი ზნეობრივი მუხტით გაჯერებული სიტყვები: „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები, მაგრამ ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოსდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
როდესაც პატრიარქის გამოსვლა დასრულდა, ზვიად გამსახურდია იგონებდა, რომ მთავრობის სასახლის სვეტებთან მდგარი უშიშროების კომიტეტის ერთი
მაღალჩინოსანი პირდაპირ მივიდა მასთან და შესთავაზა, დაუყოვნებლივ გამოსულიყო ხალხის წინაშე და მიტინგის დაშლისკენ მოეწოდებინა. ზვიად გამსახურდიას პასუხი ამაზე დააახლოებით ასეთი იყო: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ვერც ერთი ლიდერი ამ ადამიანებს ახლა ვერ დაშლის?! ისინი ბოლომდე დადგებიან, ხოლო ის, ვინც დაშლისკენ მოუწოდებს მათ, მოღალატედ და შტრეიკბრეხერად იქნება გამოცხადებულიო?! აქციის დაშლას სულ მცირე 48 საათი უნდა, რომლის დროსაც მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას აფხაზეთში თავგასული ჩინოვნიკების ასალაგმავად. ამაზე მაღალჩინოსანმა უპასუხა: თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მიტინგს ძალით მაინც დაშლიან, თქვენს სახლს ააფეთქებენ, თქვენს ოჯახს ფიზიკურად განადგურებენ, საბოლოოდ კი, თქვენც იგივე ბედი გელითო. 15 წუთი გაქვთ, 15 წუთი, იმეორებდა ის.
როდესაც დარბევა დაიწყო, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა თავიანთ ადგილებზე რჩებოდნენ, ანუ ტრიბუნაზე. რაღაც დროს, როდესაც ნიჩბებიანმა და მომწამვლავი ნივთიერებებით მოიერიშე ჯარისკაცებმა მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედნის დიდი ნაწილი დაიკავეს, ორივე ლიდერი ახალგაზრდებმა გამოარიდეს
იქაურობას და ფილარმონიისკენ წაიყვანეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ დიდხანს არავინ იცოდა. მერაბ კოსტავა დააკავეს 9 აპრილს, დილით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც მან სცადა ჩაეტარებინა მცირე საინფორმაციო მიტინგი.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, იგი თავის სახლში აიყვანეს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა და სამხედროებმა. მათ დაახლოებით დილის 8 საათზე პრაქტიკულად შემოამტვრიეს კოლხური კოშკის კარები. უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა უხეში ფორმით დააკავეს ზვიად გამსახურდია, მას აგინებდნენ და აფურთხებდნენ. შემდეგ რუს მედესანტეებს, რომლებსაც პოზიციები ჰქონდათ დაკავებული მისი სახლის ჭიშკართან, უთხრეს: „აი, ეს არის გამსახურდია, უმთავრესი მოღალატე, ხალხისა და სახელმწიფოს მტერი! გადაუარეთ მას!“ ჯარისკაცებმა ზვიად გამსახურდიას ცემა დაუწყეს. შემდეგ იგი ორთაჭალის იზოლატორში მოათავესეს. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გარდა, დააპატიმრეს გიორგი ჭანტურია და ირაკლი წერეთელი. დაპატიმრებულთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved