• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაღა მაქვს დასამალი? სათქმელია და უნდა ვთქვა…” – რას წერს გარდაცვლილი ბესიკ იობაშვილის მეუღლე?

ალია ავტორი - ალია
19:39 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
365
ჟურნალისტის და მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ქუთაისის ანსამბლ „ფაზისის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, ქუთაისის ფილარმონიის ყოფილი გენერალური დირექტორის ბესიკ იობაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი, პოეტი, მსახიობი, მაია კახიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
რაღა მაქვს დასამალი?
ვეცდები, ჩემი ტკივილით აწი ხშირად არ შეგაწუხოთ, მაგრამ რასაც ახლა ვიტყვი, სათქმელია და უნდა ვთქვა!!!
მრავალი წელი საჯაროობაზე უარს მეუბნებოდა ბესო. არც პენსია დაუნიშნეს და არც არანაირი დახმარება არ მიუღია მთავრობისგან, როგორც ჩერნობილის მონაწილეს.
მაშინ ხომ ექიმები და ექთნებიც გაუყენეს უკრაინის გზას და იმ დიდი ჯგუფიდან დღეს აღარავინაა ცოცხალი.
ჰოდა, ანსამბლი „ფაზისიც“ გაამწესეს ატომური სადგურიდან იქვე, 30 კილომეტრში, სახელდახელოდ შეფიცრულ სცენაზე, აფეთქებიდან მალევე ანუ ყველას თვალის ასახვევად. ჰოდა, „ფაზისელებიდან“ თუ არ ვცდები, ბესო მეხუთეა… არადა, არ ვიცოდით, გვიან სიმპტომებს კი სხვაც დაემატა და.. კიდევ კარგად გაუძლო ჩემმა მეუღლემ…
ე.წ. „თვალის ასახვევ“ საშეფო-საქველმოქმედო კონცერტებს ჩერნობილში რამდენიმე ნიჭიერი ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სიცოცხლეც შეეწირა…
ყველაფერი გავაკეთეთ მეც და ექიმებმაც, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემმა ბესომ მაინც დამტოვა..
უფალმა ხომ იცის, რაც ჩვენ ორივემ გადავიტანეთ????
დღეს მეცხრე დღეა!
წავალ ახლა ტაძარში, მერე საფლავზე და ვიწყებ მოპირკეთების საქმეებს… ახლა ქალიც მე ვარ და კაციც!!!
ძალიან კოპწია ადამიანი იყო ჩემი ბესიკია და ვეცდები ღირსეულად მყავდეს იმიერშიც…
პ.ს. ჩერნობილი ჩემი ბესოს მძიმე სენისგან შეჭმულ სხეულში და კიდევ, მის შრომის წიგნაკში დარჩა „სამუდამოდ“, ამიტომაც გაჩვენეთ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved