• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რედისონ ჰოტელ გრუპმა და ნექსტ გრუპმა თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს

ალია ავტორი - ალია
16:04 07-07-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
591

Radisson Hotel Group-ი სიამაყით აცხადებს, რომ Next Group – თან ხელშეკრულების გაფორმებით მან საქართველოში თავისი პორტფელი 9 სასტუმრობდე გაზარდა.  ახალი სასტუმრო Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio 2026 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება და ის ბათუმში Radisson Blu –ს მეორე საკუთრება და ნომერ პირველი კურორტი იქნება.

ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი და უძველესი ქალაქია. ის ცნობილია სხვადასხვა არქიტექტურული ფორმების ეკლექტიკური ნაზავით, ისტორიული პორტით, ევროპული სტილის მოედნებით, ციხე- სიმაგრეებით, მზიანი სანაპიროებითა და საოცარი პეიზაჟებით. ბათუმი ხშირად მასპინძლობს კლასიკურ და საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებს და უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს.

Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio განთავსებული იქნება შავი ზღვის სანაპიროზე და პირდაპირ იქნება დაკავშირებული პლაჟთან. შენობა გამოირჩევა შუშის ექსტერიერით, რომლის არქიტექტურაც ტრია გრუპის (Tria Group) არქიტექტორს – ლევან სიამაშვილს ეკუთვნის. მასში განთავსდება 500 ოთახი, ლუქსი და რეზიდენციები. სასტუმროს ნაწილი მოიცავს ორ რესტორანს, რომლებიც დამსვენებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოს შესთავაზებს. ასევე, შიდა სივრცესა და სახურავზე იქნება ბარი დასვენებისა და განტვირთვისთვის. სასტუმრო აღჭურვილი იქნება შიდა და გარე აუზით, სპა და ფიტნეს ცენრებით, კაზინოთი, რომლის ფართობი 1 200 კვადრატული მეტრი იქნება. Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio სტუმრებს ასევე შესთავაზებს საკონფერენციო დარბაზებსა და ისეთ სივრცეებს, სადაც შეხვედრების ორგანიზება და გამართვა იქნება შესაძლებელი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ საქართველოში Radisson Hotel Group-ის მასშტაბების გაფართოების შესახებ. გავაფორმეთ ხელშეკრულება Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio-სთან და გავაძლიერეთ ჩვენი წამყვანი პოზიციები ქვეყანაში. ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელსაც პირდაპირ წვდომა ექნება სანაპიროსთან და აღჭურვილი იქნება ყველა იმ დეტალით, რაც დამახასიათებელია Radisson Blu-სთვის. ასევე ვამაყობთ იმით, რომ  ვთანამშრომლობთ Next Group-თან და გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ ნდობისთვის“,- განაცხადა Radisson Hotel Group-ის, აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ ჯენკინსმა.

„მოხარულები ვართ, რომ ვმუშაობთ Radisson Hotel Group-თან ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე ბათუმში, რომელიც უახლოეს მომავალში საზოგადოებას უამრავ სიახლეს შესთავაზებს, მათ შორის აპარტამენტებს, კაზინოებს, სპა ცენტრებს, მას ექნება შესანიშნავი მდებარეობა. იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის შემდეგ უფრო გაიზრდება ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და Radisson Hotel Group-თან ერთად კიდევ ბევრ ახალ პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა Next Group-ის მფლობელმა, კახა დევაძემ.

Radisson Hotel Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების 9 გამორჩეულ ბრენდს და მსოფლიოს 120 ქვეყანაში 1,700-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთია წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი დაპირება და მოწოდება შემდეგია „ყველა მომენტი მნიშვნელოვანია, მე ამის გაკეთება შემიძლია“.

ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და prizeotel.

თეგები: Radisson Hotel Group

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved