• რეკლამა
  • კონტაქტი
02:57, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რადგან ეს არაფერი არ გააკეთეს, ყველა დაღუპულის სიცოცხლე მათი პასუხისმგებლობაა” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
19:12 08-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
424

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

მესიჯბოქსი არის შემდეგი:

5 მილიონი კუბური მიწა ჩამოიქცა, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია და რა უნდა გვექნა.
ამით კლავენ არგუმენტს, რომ მდინარეების მონიტორინგის სისტემა უნდა შეექმნათ, კოტეჯების ხევში აშენება არ დაეშვათ, ვერტმფრენები შეეძინათ, ადგილზე ჰქონოდათ თანამედროვე აღჭურვილობა, გაეწერათ საგანგებო სიტუაციაში მოქმედების პროტოკოლი და მრავალი სხვა.
ამ სტიქიის შედეგად შეიძლებოდა ვინმე მაინც დაღუპულიყო, მაგრამ რადგან ეს არაფერი არ გააკეთეს, ყველა დაღუპულის სიცოცხლე მათი პასუხისმგებლობაა.

ამ გარემოებიდან ხელისუფლების გამოძვრენის, მისი გამართლების მცდელობა უბრალოდ უსინდისობაა. თუ გამოაძვრენთ, როგორც 2015 და 2022 წლებში გამოაძვრინეთ, შემდეგ წლებშიც იგივე მოხდება. ხელისუფლება ვერასდროს იგრძნობს, რომ მას ზემოხსენებული ნაბიჯები გადასადგმელი აქვს და განმეორებული ტრაგედიის ეპიცენტრში შეიძლება თქვენი ოჯახის წევრებიც აღმოჩდნენ, ეს მიუხედავად იმისა თუ რამდენად გიყვართ ბატონი ირაკლი.

ჯვარი გვწერია და ახლა წარმოვიდგინოთ იმ ხუთი მილიონი კუბური მეტრი მიწის ნაცვლად რუსული ჭურვები რომ დაგვატყდეს თავს, გამოვა მორიგი გიორგი ცაგარეიშვილი ან მაია ბითაძე და იტყვიან, რომ აბა ამდენ ჭურვს რანაირად გავუმკლავდებითო. ასე მოკლავენ კითხვას იმის შესახებ, რომ 11 წელია თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების გასავითარებლად თითი თითზე არ დაუდიათ.
ახლა თუ “ჩვენს გმირ მაშველებს” ეფარებიან, მერე “ჩვენს გმირ ჯარისკაცებს” ამოეფარებიან.

ან რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ემბარგო წარმოვიდგინოთ, ქართული ღვინის 60% გასაღების გარეშე რომ დარჩება, რუსი ტურისტები რომ აღარ შემოვლენ და ა.შ.

ამ ქვეყანას კატაკლიზმის სახით ემუქრება ორი რამ: რუსეთი და სტიქია.
მთავრობის მოვალეობაა, რომ წლების განმავლობაში ოფლი ღვაროს და ამ კატაკლიზმების შედეგების შემსუბუქებისთვის ემზადებოდეს.

რა არის პოლიტიკა? იმის იმედად ყოფნა რომ ბუნებრივი კატასტროფა არ მოხდება და ასევე იმის იმედი რომ რუსეთი არაფერს გვიზამს.

სინამდვილეში, არც ერთი და არც მეორე ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ჩვენც იმის იმედად ვცხოვრობთ რომ არც ერთი არ მოხდება.

სანამ ადამიანები გლობალურ დათბობას, ნაცებს, სტიქიის არაპროგნოზირებადობას და ვარსკვლავების განლაგებას აბრალებენ ყველაფერს, ხელისუფლება არის კომფორტის ზონაში, არაფერს არ შეცვლის და ჩვენ თვალდახუჭული მივექანებით შემდეგი კატასტროფისკენ.

პ.ს. “ტრაგედია და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ” ხალხს ნეტა პოლიტიკა რა გონია?!

“ახლა ამ კითხვების დასმის დრო არ არის” ხალხისთვის კითხვების დასმის დრო როდის მოვა?!

“ოპოზიცია ამას პოლიტიკური იმისთვის იყენებს” ხალხი ოპოზიციის როლს როგორ ხედავთ? ხმა არ ამოიღოს და ტაში უკრას უმოქმედობას?!

ერთ დღეს თქვენს კართანაც დაიჩოქებს ეგ აქლემი, მეგობრებო!

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved