ფულის გამო, პრივილეგიების გამო სულს გაყიდით და მერე დააბრალებთ პოლიტიკოსებს და ოპოზიციას ყველა უბედურებას, – ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ-პირველის გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.
„მე ამათი სახვეწარი არაფერი მქონდა, თანამდებობაც მექნებოდა, მილიარდებიც, გავლენაც, ისეთ წრეებში ვტრიალებდი, ბრეჟნევის შვილი იყო ჩემთან, ანდროპოვის შვილი მეგობრობდა ჩემთან, გრიშინის შვილი მეგობრობდა. რად მინდოდა ამათი ტილიანი ხმები. გადავყევი, 30 წელი შევწირე ამათ და კიდევ პრეტენზიები, ცილისწამება და ტალახი. როდესაც საზოგადოების 80% მოწამლულია, ის 20%-ა მოსაფარებელი და იმათ გამო გავაგრძელებ საქმიანობას“
კომენტარები