• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შე ვირიშვილო, რად გინდა 250 ოთახიანი სახლები, 600 მანქანა? სად მიგაქვს? მიეცი ხალხს, ვიღაცა გადაარჩინე – ჟანრი ლოლაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:21 04-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

ჟანრი ლოლაშვილი 22 აპრილს 79 წლის გახდა. მსახიობი დროს ხატვაში ატარებს, როგორც ამბობს, კორონას უფრთხის და ქვეყანაზე ეფიქრება…

რუსთაველის თეატრს, სადაც მისი ცხოვრების რამდენიმე ათეული წელი გაატარა, წმინდა ადგილად მიიჩნევს. ინტრიგებისგან თავს ყოველთვის შორს იჭერს. ტელევიზიით მოქიშპე პოლიტიკური მხარეების დაპირისპირებას არ უყურებს. ძაგს პლანეტის უმდიდრესი პერსონები, რომლებიც სიღატაკეს შეწირულ ადამიანებს არ ეხმარებიან და მიაჩნია, რომ ისინი უბედურები არიან.

No description available.

ჟანრი ლოლაშვილი: – ხანში შესულს, წლები რომ მემატება, ვერაფერ სახეიროს ვერ ვხედავ. მაგრამ გულს არ ვიტეხ და კორონას ვებრძვი. ვირუსი კი არ მაქვს, ჩემი აზრი და გონება იქით არის, რომ რაღაცნაირად გადავრჩე. მეც ვუფრთხილდები თავს და ოჯახიც მიფრთხილდება. სახლიდან გავდივარ აღჭურვილი, დახურული, დასპირტული და მოკლედ… ძალიან მშიშარა არ ვარ, მაგრამ იმდენი პათოლოგია მაქვს, ერთი ბეწო სირთულე და ვეღარ გადავრჩები.

ასაკის მატება ორი მთავარი ანგელოზის – მიქაელისა და გაბრიელის გაფრთხილებაა – მოემზადე, შე ვირიშვილოო! სიკვდილი მუდმივად უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ერთი “გაკრახმალებული” პერანგი გამზადებული მიკიდა გარდერობში (იცინის).

No description available.

22 აპრილს დაბადებულ ყველა ადამიანს აქვს რეაქცია ამ თარიღზე. რა ასატანი კაცი ლენინი იყო, დიდ თავიანი მონსტრი. ერთ ადამიანზე რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ყველაფერი. მაგრამ აგენტურა, რა. გერმანელებმა იმუშავეს, დააფინანსეს და მოხდა ის, რაც მოხდა. ლენინი დაფინანსებული გახლდათ.

საერთოდ, რევოლუციები დაფინანსებით ხდება. დედამიწის პროგრამებია. ხოდა, ჩემი “გათახსირებული” ტვინით რომ გითხრათ, ეს კოვიდიც მსგავსად დაფინანსებული პროგრამა მგონია. არც ბილ გეითსი მალავს და არც – ილონ მასკი, რომ დედამიწის მოსახლეობა უნდა განახევრდეს. ოღონდ თავიანთი თავი იმ ნახევარში არ წარმოუდგენიათ იმიტომ, რომ მათ ფული აქვთ.

ბინძურ საქმეებში არიან. ბილ გეითსმა ბევრი კარგიც გააკეთა. როცა ადამიანის აზროვნების განსაკუთრებულობას პატივი უნდა სცე, ეს მისი სახელი და გვარია. მაგრამ მერე, როცა ასეთი ადამიანები გაახმამაღლებენ საკუთარ სახელსა და გვარს, მაშინვე იდიოტობები ემართებათ.

ფულზე დიდი ვირუსი არ არსებობს. საჭირო მოვლენაა, არავინ დავობს, მაგრამ 250 ოთახიანი სახლები რომ აქვთ, ასი წელი ფეხს რომ ვერ დაადგამენ შიგნით, ეს უკვე უბედურებაა. 600 მანქანა, ვერასდროს რომ ვერ მოასწრებენ ყველა მათგანში ჩაჯდომას. ამ დროს ვიღაცებს სიღატაკეში სძვრებათ სული. რად გინდა, სად მიგაქვს? მიეცი ხალხს, დაურიგე. ვიღაცას მოეფერე, გადაარჩინე. უამრავი პრობლემაა დედამიწაზე.

ამდენი გაჭირვებული ადამიანი უქონლობის გამო რომ იღუპება და შენ ასეთ ქონებას ფლობ, ასეთ დროს, შე ვირიშვილო, დედამიწაზე ყოფნის მორალური უფლება არ გაქვს. მაგრამ ეს უმდიდრესი ადამიანები მორალისტები არ არიან. ვინც იმაზეა გამეცადინებული, როგორ გამდიდრდეს, სხვანაირი ღირებულებები აქვთ. მოსწონთ თავიანთი ნარცისული მდგომარეობა, თუმცა უბედურები არიან.

– ბოლო დროს, ყველაზე ხშირად რაზე გეფიქრებათ?

– ქვეყანაზე, “ამისისტებზე” და “იმისისტებზე”. ხომ არ შეიძლება, შენი კრეტინული შეხედულებებით იცხოვროს ქვეყანამ?! სხვადასხვა პარტიებია თუ მტრობაა, ვერ გავიგე. ომია, რა ოპოზიციაა? გინდ ერთი მხარე, გინდ მეორე. ეს რა უბედურებაა?! წივილ-კივილით გამორჩეულ ქართულ არხებს მე არ ვუყურებ!

No description available.

– რას ნიშნავს თქვენთვის რუსთაველის თეატრი?

– რუსთაველის თეატრი ნიშნავს ადგილს, სადაც ბევრი გენიალური რამ გაკეთდა. გვიან მოხდა, მაგრამ თეატრი ნაციონალური გახდა. ის ქვეყნის ღირსებაა, წმინდა ადგილია. თავისი ისტორია აქვს, გენიალური ხალხი მუშაობდა.

– ზანგური-მაყაშვილის სკანდალის გამო რუსთაველის თეატრის წინ ხმაურიანი აქცია მოეწყო. აქციის მონაწილენი თეატრიდან ბესო ზანგურისა და მისი მფარველი რობერტ სტურუას წასვლას მოითხოვდნენ. თქვენი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი როგორია?

– მე მაქვს გენიალური მიდგომა – ინტრიგებში არ ვერევი. რომ არ იფიქრონ, ეს ჟანრი ლოლაშვილი საკუთარ თავში შეყვარებული “ბალვანიაო”, იძულებული ვარ გვერდზე გავდგე. ადამიანებთან ურთიერთობა მაქვს, მართლა ეგეთი “ამუნია” კი არ ვარ, კაცო. მაგრამ ეთიკის ნორმები არსებობს და რაღაც-რაღაცები აუტანელია. ამერიკული კალკებითა და მატრიცებით რომ ქვეყანა იცხოვრებს, იქ რაზე უნდა ილაპარაკო.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: ჟანრი ლოლაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

17:45 09-18-2025
AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი
ახალი ამბები

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი

15:49 09-18-2025
სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი
ახალი ამბები

სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

14:33 09-18-2025
თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved