• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ვიცით ჩინურ სინოფარმზე, რომლითაც საქართველოში 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს აცრიან?

ალია ავტორი - ალია
19:17 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ჩინური ვაქცინა სინოფარმით აცრა, რომლის 100 ათასი დოზა აქვს საქართველოს, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეეძლებათ. გადაუდებელი გამოყენებისთვის მისი ავტორიზაციის საკითხი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ განიხილება. მათი საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 29 აპრილს გამოცხადდება. 

საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ სინოფარმით აცრის მსურველებს 27 აპრილს 20 საათიდან შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა. ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ჩინური ვაქცინა უსაფრთხოა და ის უკვე მილიონობით ადამიანს აქვს გამოყენებული. 

ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი არგუმენტია, რომ სინოფარმს ევროპაში, კერძოდ უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია აქვს, რაც ლეგალურად აძლევთ მისი საქართველოში გამოყენების საშუალებას. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჩინური ვაქცინა სინოფარმი “100%-ით იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე შემთხვევისგან და სიკვდილისგან”. 

სინოფარმი დამტკიცებულია ბაჰრეინში, ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ხოლოს გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვებულია არგენტინაში, ბრუნეიში, კამბოჯაში, ეგვიპტეში, გაბონში, გაიანაში, უნგრეთში, ერაყში, ირანში, იორდანიაში, მალდივებზე, მაროკოში, ნამიბიაში, ნეპალში, პაკისტანში, პერუში, ვენესუელასა და ზიმბამბვეში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ვაქცინის კვლევის მესამე ფაზის შესახებ დეტალური შედეგები ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია. ასევე ის, რომ მარტში არაბთა გაერთიანებულ ემირატებში აცრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა სინოფარმის მესამე დოზისთვის დაიბარეს, რადგან, მათი მტკიცებით, ორმა დოზამ საკმარისი იმუნური პასუხი არ აჩვენა.

როგორ მუშაობს სინოფარმი?

სინოფარმის მიერ შექმნილი ვაქცინა იმუნურ სისტემას კორონავირუსის (SARS-CoV-2) წინააღმდეგ  ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. ანტისხეულები ვირუსის ცილებს ებმის – ე.წ წვეტიან ცილებს, რომელიც ვირუსის ზედაპირზეა დამაგრებული.

ვაქცინის შესაქმნელად ბეიჯინგის ინსტიტუტის მკვლევრებმა ჩინეთის საავადმყოფოებში მყოფი პაციენტებისგან ვირუსის სამი სხვადასხვა ვარიანტი მიიღეს. მათ შეარჩიეს ერთ-ერთი შტამი, რადგან ბიორეაქტორში გამოყვანილ მაიმუნის თირკმლის უჯრედებში მას სწრაფად შეუძლია გამრავლება. 

იმის გამო, რომ ვაქცინაში კორონავირუსი მკვდარია, მისი ინექციის შემდეგ ადამიანი გადამდები არ არის. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ზოგიერთ ინაქტივირებულ ვირუსს ის იმუნური უჯრედები შთანთქავენ, რომელსაც ანტიგენ-წარმომქმნელი უჯრედები ეწოდება. 

რა გზა გაიარა ჩინურმა სინოფარმმა?

სინოფარმი ჩინური სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც კოვიდვაქცინაზე კლინიკურ კვლევებს ატარებს. 2020 წლის 30 დეკემბერს მათ გამოაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის ინაქტივირებულმა ვაქცინამ 79,34%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ჩინეთის მთავრობამ ის მალევე, 31 დეკემბერს დაამტკიცა.

მის ეფექტიანობაზე მთავარ ეჭვს აჩენს ის, რომ კომპანიას ვაქცინის კვლევის მესამე ფაზის შესახებ დეტალური შედეგები ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია. 

ივლისში მესამე ფაზის გამოკვლევა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაიწყეს, აგვისტოში კი პროცესი მაროკოსა და პერუშიც გაგრძელდა.

14 სექტემბერს არაბეთის ემირატებმა სინოფარმი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა, სამედიცინო პერსონალისა და სამთავრობო ოფიციალური პირების ასაცრელად.

2 თვეზე ნაკლებ დროში, 9 დეკემბერს ემირატებმა სრულად დაამტკიცა ჩინური ვაქცინა და ჩინეთისგან განსხვავებული კვლევის შედეგი გამოაცხადა – მათ თქვეს, რომ ვაქცინა 86%-ით ეფექტიანია. ამაზე თავად ჩინურმა კომპანიამ განმარტების გაკეთებაზე უარი განაცხადა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ორივე შედეგი “რეალური და ვალიდურია”, განსხვავება კი იმაში იყო, როგორ წარიმართა კვლევა.

მალევე, 13 დეკემბერს სინოფარმი ბაჰრეინმა დაამტკიცა, იანვარში კი იორდანიამ ავტორიზაცია მიანიჭა გადაუდებელი გამოყენებისთვის.

ამის შემდეგ სინოფარმს ახლო აღმოსავლეთის რიგმა ქვეყნებმა მისცეს ავტორიზაცია.

29 იანვარს უნგრეთმა მიანიჭა მას ავტორიზაცია, რითაც ის პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინური ვაქცინა დაამტკიცა. მათ სინოფარმის ერთ დოზაში $36 გადაიხადეს, რაც მსოფლიოში კოვიდვაქცინებს შორის ყველაზე მაღალი ფასია. 

თებერვალში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალ მუტაციებზე გავრცელდა ინფორმაცია, ჩინელმა მკვლევარებმა თავიანთი ვაქცინა სამხრეთაფრიკულ ვარიანტზე დატესტეს. მათ განაცხადეს, რომ ვაქცინის მიერ შექმნილი ანტისხეულების რეაქცია ზომიერად სუსტი იყო სამხრეთაფრიკულ შტამზე. ეს კვლევა საჯაროდ, სამეცნიერო ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა.

  • მასალა მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით, “ფორმულას” მიერ.
თეგები: ვაქცინასინოფარმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved