გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რუსეთიდან მომავალი ავტომობილების გრძელი რიგებია გადაღებული. კადრებს თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
„და რა ხდება? ორიოდე დღის წინ ერთ საათში საზღვარზე თავისუფლად გახვიდოდი. ყველას სასწრაფოდ დასჭირდა საქართველოში წასვლა? ანუ ყველას ეშინოდა მობილიზაციის?
ბოლოს, როდესაც ლარსზე ასეთი რამ ხდებოდა, აგვისტო იყო, სეზონის პიკი, ახლა სხვა მოცემულობაა, – წერენ კომენტარებში.
“ფოტოებზე ხედავთ, ამ წუთებში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რუსული მხრიდან არსებულ გრძელ საცობს და გადატვირთვულ მაგისტრალს. ათასობით რუსი ცდილობს რუსეთის დატოვებას და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას” – წერია World Military-ის “ფეისბუქ” გვერდზე.
კომენტარები