• რეკლამა
  • კონტაქტი
23:28, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ვიდეოს აქვეყნებს ჯაღმაიძე “ჯურნალისტზე”? – ” ესეთი ქმედება განახორციელა დღეს ჯურნალისტმა”

ალია ავტორი - ალია
00:43 08-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას:

დღეს დილით, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გეგმავდა წირვის ჩასატარებლად კიკეთში წასვლას, სახლთან მას დახვდა გადამღები ჯგუფის ავტომანქანა, რომელსაც საგანგებოდ ჰქონდა ჩახერგილი ,,პარკინგიდან” გასასვლელი გზა. მათი თქმით, ისინი TV პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი იყვნენ.

რაიმე ინტერვიუ წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, შესაბამისად, არ შედგა ჟურნალისტთან საუბარი. რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ ,,პარკინგიდან” გასასვლელი გზა გაათავისუფლეს, თუმცა ჟურნალისტისაგან კვლავ ისმოდა არაადეკვატური შეკითხვები სასულიერო პირის მიმართ.

ინტერვიუზე უარის მიუხედავად, გადამღები ჯგუფის ავტომანქანა თბილისიდან კიკეთამდე გამოჰყვა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და უკვე კიკეთში, ტაძარში ცდილობდა შეჰყოლოდა. ყოველივე ეს მსახურებისთვის ხელისშემშლელი იყო. საბოლოოდ, ღვთისმსახურება მაინც ჩატარდა, თუმცა – ერთი საათის დაგვიანებით.

გვინდა, განვაცხადოთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არასდროს ერიდებოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას სხვადასხვა ფორმატში, იქნება ეს ინტერვიუები, გადაცემებში მონაწილეობა თუ ბრიფინგები.

მივმართავთ მედიიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით – TV პირველის ხელმძღვანელობას (სწორედ ამ ტელევიზიის თანამშრომლებად აცხადებდნენ თავს გადამღები ჯგუფის წევრები), უკანასკნელ პერიოდში თქვენი ტელეეთერებიდან მიმდინარეობს დაუფარავი ცილისმწამებლური კამპანია ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს ურთიერთობებზე. სამწუხაროდ დღეს უკვე ხშირია შემთხვევები როდესაც ჟურნალისტები ცდილობენ, ინტერვიუს აღების საბაბით სასულიერო პირს დაბრკოლება შეუქმნან მსახურებაში და ტაძრის ტერიტორიაზე უნებართვოდ აწარმოონ გადაღება, მათი ქცევა ყოველგვარ ზღვარს სცდება,

სწორედ ესეთი ქმედება განახორციელა დღეს ჯურნალისტმა (რომელიც, თავს თქვენს თანამშრომლად წარმოადგენდა). ზოგადად, სასულიერო პირებს აქვთ სპეციფიკური დღის წესრიგი და ამიტომ მიუღებელია, წინასწარი შეთანხმების, დაგეგმვის გარეშე ინტერვიუს სახელდახელოდ და ქუჩა-ქუჩა ჩაწერა.

თუ მსგავსი პრეცედენტები განმეორდება და გაჩნდება საშიშროება ინტერვიუს აღების საბაბით მსახურების ჩაშლის ან სასულიერო პირების ერთგვარი ფსიქოლოგიური შევიწროებისა, უფლებას ვიტოვებთ, შევწყვიტოთ ურთიერთობა ყველა ასეთ ტელევიზიასთან.

ვისურვებდით, გაითვალისწინოთ ყოველივე ეს, რათა ჩვენი ურთიერთობა მომავალში გახდეს გეგმაზომიერი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული.

აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია დღეს დილით მომხდარი ფაქტი.

ამასთან, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბილწსიტყვაობისა და ჟურნალისტის მიმართ უხამსი კომენტარებისაგან.

თეგები: ანდრია ჯაღმაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved