• რეკლამა
  • კონტაქტი
17:53, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უთხრეს “ჩიტებმა” გამომძიებელს ფარცხალაძეზე? – ჩვენება, რომელიც ირიბ მტკიცებულებად თუ გამოდგება – რას გეგმავს პროკურატურა?

ალია ავტორი - ალია
17:26 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
615

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ამ წუთებში ჩვენებას აძლევს კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი, რომიკო გოგიაშვილი, რომლის ოპერატიულ პატაკშიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და ძმებ – დავით და გიორგი მიქაძეების გვარი პირველად გაჟღერდა. 

გოგიაშვილი სასამართლოს უყევება, რა ინფორმაცია მიაწოდა მას წყარომ. მისი თქმით, სწორედ წყარომ უთხრა, რომ ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ მოკლულ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან – მიზეზად კი ბიზნესდავა დაასახელა. ეს პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ არის, რადგან წყარო არ სახელდება და ის ჩვენებას არ აძლევს სასამართლოს. საერთოდაც, არსებობს, თუ არა წყარო, ამის დამადასტურებელი საბუთი არ წარმოჩენილა სასამართლოზე. 

გამომძიებლის მტკიცებით, წყარომ კრიმპოლის გამომძიებელს უთხრა ისიც, რომ ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ მოქმედებას ჯანგველაძის წინააღმდეგ, მისი ძმის, “კრიმინალური ავტორიტეტის” გავლენების გამო.

საბოლოოდ მკვლელობის ინიციატორად სახელდება “კანონიერი ქურდის” ასლან უსოიანის, დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, რომელმაც 5 მილიონად ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა – ამბობს გოგიაშვილი სასამართლოზე.

გოგიაშვილი ამბობს, რომ სახელდება შემკვეთად მკვლელობის კონკრეტული პირები, თუმცა, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ახსენებს, ვინ დაასახელა, წყარომ? ვინმემ სხვამ? ან რამდენად სანდოა ეს წყარო, ან როგორ მოხდა წყაროს ინფორმაციის გადამოწმება და იპოვეს თუ არა, თუნდაც კიდევ ერთი წყარო, რომელიც დაასტურებდა იგივეს,

მაინც რას გეგმავს პროკურატურა, ასე დატოვებს ჭორის დონეზე ფარცხალაძის ბრალს, თუ აქვს რაიმე რეალური, პირდაპირი მტკიცებულება, ისეთი, რომელიც გონივრული ეჭვის საფუძველს არ დატოვებს, – უცნობია.

ფაქტი რაც არის დღეის მდგომარეობით, ისეთი, რომელიც ეჭვის, კითხვის საფუძველს არ ტოვებს, არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი და მისი მოწონებული კადრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა გამოცდილება, მიუხედავად მისი “ბოტასის სკანდალისა” გერმანიაში, ის გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

ცნობისთვის, გამომძიებელი არ ამბობს, იგივე “ჩიტმა”, წყარომ, როგორც უნდა ისე უწოდოს, უთხრა თუ არა რამე ბიძინა ივანიშვილზეც. 

 

“წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძის და მიქაძეების დაჯგუფების წევრი გიორგი კაჭკაჭიშვილი ძალიან ნერვიულობდა რომ მისი ტელეფონი მოხვდა გამოძიების ხელში რადგან ამ მობილურში იყო ვიდეო, სადაც სანდრო წივწივაძის იარაღები ჩანდა- მათ შორის ის იარაღი რომლითაც ჯანგველაძე მოკლა უძილაურმა…” – 

ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით წყარო მაწვდის ინფორმაციას რომ ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან. მიზეზი იყო ბიზნესდავა, კერძოდ ალკოჰოლის და სიგარეტის ექსპორტზე საქართველოდან რუსეთში. თუმცა ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ მოქმედებას მერაბ ჯანგველაძის, კანონიერი ქურდის სტატუსის გამო – საბოლოოდ მკვლელობის ინიციატორად სახელდება კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის,  დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი რომელმაც 5 მილიონად ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.

თვეების განმავლობაში იგეგმებოდა მკვლელობა. ჩართეს საქმეში გიორგი ჯოხაძე, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ ის შეხვდა გელა უძილაურს და მიიღო დავალება უძილაურმა და უთვალთვალებდა ლევან ჯანგველაძეს რომელიც ამბასადორში შვილთან ერთად იმყოფებოდა. დათქმულ დროში უძილაურმა ვერ შეძლო დავალების შესრულება, რის გამოც მიქაძეებმა და ჯოხაძენ უძილაურს უსაყვედურეს. გელა უძილაურის მიმართ იყო დაპირება რომ მას მალე გამოიყვანდნენ ციხიდან”, – თქვა პატაკის ავტორმა გამომძიებელმა სასამართლოზე. 

ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძს საქმის განხილვა ბრალდებულ გელა უძილაურის გარეშე მიმდინარეობს. ის სასამართლოში გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, გელა უძილაურს სასამართლომ შესთავაზა დისტანციურად ჩართვა პროცესზე, თუმცა მან უარი თქვა. ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა “კანონიერიქ ქურდის” ძის მკვლელობის საქმეში. 

პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;

გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;

მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved