• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა უნდოდა ამერიკელ მაღალჩინოსანს ანაკლიაში? ხომ არ უნდა “ოცნებას” ჩინეთის ამერიკელებით ჩანაცვლება სანქციების მოსახსნელად?” – რომან.გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
00:05 03-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290

ყოფილი პარლამენტარი  რომან გოცირიძე:

ანაკლიას უცხოელი ინვესტორი არა ჰყავს, ჩინელებმა უგანეს და “ოცნების” ხელისუფლება ახალი ინვესტორის ძიებაშია. ჩინელებთან მოლაპარაკება ალბათ იმიტომ გაიწელა, რომ ისეთ რამეს ითხოვენ, ეს ხელისუფლებაც კი ვერ ბედავს მასზე დათანხმებას ან ჩინელებმა ინტერესი დაკარგეს.

პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გაგრძელდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, სახმელეთოში კი ინვესტორი უნდა ჩაერთოს. დღეისათვის ზუგდიდი-ანაკლიის რკინიგზის პროექტიც კი არ არსებობს, მშენებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

როცა ვამბობთ, რომ ანაკლია ივანიშვილმა ჩაშალა რუსეთის ზეწოლით, ეს არის სწორი. თუ მასეა, მაშინ ახლა რატომ არ უშლის ხელს, რატომ შეიცვალა აზრი ან ივანიშვილმა ან რუსეთმა? ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ მას ჰაერივით სჭირდება შავ ზღვაზე მოკავშირე სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა როგორც სანქციების გვერდის ასავლელად, ასევე ლეგალურად ტვირთების გადასატანად და მეორე-ანაკლია ჩინელების თანასაკუთრებაში იქნება, რაც გამორიცხავს დასავლეთის მხრიდან მასზე გავლენას, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით. ანაკლია ასევე მოიაზრებოდა წყალქვეშა ნავების ბაზირების ტერიტორიად, თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა რუსეთის ფაქტორის გამო.

რუსეთის ბალტიის ზღვის პორტები დაბომბილია, ნოვოროსიისკი დაბომბილია, უკრაინის მიერ საკუთარი ფრთოსანი რაკეტების სერიულად გამოშვების შემდეგ რუსეთის ნებისმიერი თბილი პორტი ხელმისაწვდომი გახდება. უკრაინის ომმა შეცვალა რუსეთის დამოკიდებულება ანაკლიისადმი.

რუსეთი დღესაც სარგებლობს საქართველოს პორტებით, უფრო მეტად ლეგალურად, მაგრამ სანქციების გვერდის ასავლელადაც იყენებს. ეს ძირითად ხდება ბათუმისა და ყულევის პორტების მეშვეობით. მხოლოდ ბოლო ოთხ თვეში 170 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი გაიტანა რუსეთმა ყულევიდან, მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამოყენებით.

რა უნდოდა ამერიკელ მაღალჩინოსანს ანაკლიაში, გაკვირვებით კითხულობენ. ხომ არ უნდა “ოცნების” ხელისუფლებას ჩინეთის კვლავ ამერიკელებით ჩანაცვლება სანქციების მოსახსნელად და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად? ჩემი აზრით ეს გამორიცხულია. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩაიყვანეს მშენებლობის პროცესის დასათვალიერებლად. ეტყოდნენ, რომ ამ მასშტაბურ სამუშაოებს სახელმწიფო აშენებს. სინამდვილეში სამშენებლო მოედნის მოწყობისა და საზღვაო სამუშაობის უდიდესი ნაწილი განხორციელებული იყო ანაკლის კონსორციუმის, ქართულ-ამერიკული კომპანიის მიერ. ხაზარაძემ და მისმა კომპანიამ 80 მილიონი დოლარი დახარჯა ამ სამუშაოებზე. მშენებლობა წლების განმავლობაში გაჩერებული იყო და ახლა ბიუჯეტის დაფინანსებით გრძელდება.

ანაკლიის ბედი კვლავ ბუნდოვანია. ჰორმუზის კრიზისმა კიდევ ერთი შანსი მოგვცა ქვეყანას, გამხდარიყო რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშე ახალი სარანსპორტო მარშრუტების ფორმირებაში, მაგრამ ამასაც ვერ ვიყენებთ. ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. ანაკლია იმ წონის ვერ გახდება იმასთან შედარებით, 2020 წელს რომ ამოქმედებულიყო, როგორც ეს იყო დაგემილი, მაგრამ თავისი მნიშვნელოვანი როლის თამაში კვლავაც შეუძლია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved