• რეკლამა
  • კონტაქტი
00:39, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა უნდა რუსეთს? – ამ კითხვას უპასუხა მხოლოდ ზატულინმა” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
13:47 11-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

ხშირად ხდება, რომ ერთი ისტორიული სიუჟეტის თუ გამოცანის ახსნას პოულობ მიმდინარე სიუჟეტში.
თუ გახსოვთ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედებისას, რა იყო მთავარი კითხვა მთელი 1990-იანი წლების და მიშას მმართველობის პირველი წლების განმავლობაში?
აი ეს „ისტორიული“ კითხვა: „რა უნდა რუსეთს?“ „რა უნდა გააკეთოს საქართველომ“, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს აგრესიის მოტივაცია. „რა უნდა რუსეთს“….„რა სჭირდება საქართველოსგან რუსეთს“ „რას მოითხოვს საქართველოსგან რსუეთი“…..და ა.შ.
ბუნებრივია ამ კითხვას მოსდევდა „საზრისული კატალიზატორი“: „რა შემთხვევაში, რა ნაბიჯების პასუხად დაგვიბრუნებს რუსეთის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?“ საერთოდ როგორ წარმოუდგენია რუსეთს ამ ტერიტორიებისა და თბილისის ურთიერთქმედება? რა გეგმა აქვს?
ისევ და ისევ…..„როგორ ვათქმევინოთ, როგორ გამოვტეხოთ რა უნდა რუსეთს საქართველოსგან?“
პირდაპირ ეკითხებოდნენ, მაგრამ მოსკოვი არ პასუხობდა.
ამ კითხვას უპასუხა მხოლოდ ჩვენმა დაუძინებელმა მეგობარმა კონსტანტინე ზატულინმა.
დააკვირდით ფორმულირებას: `в условиях однополярного мира никакие гарантии Грузии не остановят проникновения запада в Грузию кроме страха Грузии потерять Абхазию и Южную Осетию”.
ზატულინმა ეს თქვა დაახლოებით 1997 წელს. მას შემდეგ რაც „ჟენია“ პრიმაკოვმა არძინბა ჩამოგვიყვანა თბილისში
თუმცა ზატულინის ფორმულა მაინც გაუგებარი დარჩა და კვლავინდებურად ისმოდა კითხვა (მიშას დროსაც მეთქი, დაახლოებით 2006 წლამდე) „რა უნდა რუსეთს“?!
მარტო NATO-ში არშესვლის დეკლარირება, ბაზები და ა.შ. რუსეთს არ აკმაყოფილებდა
მაშ რა უნდოდა, რა „პროექტი“ ჰქონდა საქართველოს „შემომტკიცებისა“? – ერთი ძველი ქართული გამონატქვამით?
პასუხს ვიპოვით პროექტში, რომელსაც მოსკოვი 2014 წლიდან დაწყებული დაჟინებით ახორციელებდა უკრაინის მიმართ: კრემლი მზად იყო დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დაებრუნებინა“ უკრაინის შემადგენლობაში, ოღონდ…… „განსაკუთრებული სტატუსით“, როცა ამ რეგიონებს ექნებოდათ „ვეტოს“ უფლება „საკონტროლო/მაბლოკირებელი პაკეტი“ უკრაინის შემდგომი განვითარებისა ანუ….კ ო ნ ფ ე დ ე რ ა ც ი ა!
როდესაც პრიმაკოვმა არძინბა ჩამოიყვანა თბილისში, შევარდანძეს სწორედ ეს შესთავაზეს ოღონდ……აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე!!
ედუარდ შევარდნაძე „კონფედერაციის“ წინადადებას ეგებას კიდეც დათანხმებოდა, რომ არა ლტოლვილთა საკითხი: ლტოლვილები არძინბამ და მოსკოვმა გამორიცხეს; ამის გარეშე კი აფხაზეთ-საქართველო-სამხრეთ ოსეთის ფორმალური „კონფედერაცია“ სრული უაზრობა გამოდიოდა: რამდენი „ვიცე-პრეზიდენტიც“ არ უნდა ჰყოლოდა „კავკასიურ კონფედერაციას“ (სახელწოდება ცალკე განსახილველი იყო) და რამდენი „ზენაციონალური ორგანოც“ არ უნდა ჰქონოდა თვინიერ საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა.
შევარდნაძემ ერთხელ თქვა კიდეც ეს: „შვეიცარიაც კონფედერაციაა მაგრამ……..“
სინამდვილეში შვეიცარია კონფედერაცია არ არის – ფედერაციაა. სახეწლოდება მესამეხარისხოვანია ამ დროს
საქართველოს რეალობებში მთავარს არ წყვეტდა ეს „სამწევრიანი კონფედერაცია“: ლტოლვილთა დაბრუნებას.
სწორედ ეს იყო, არის და იქნება რუსეთის სტრატეგემა საქართველოს და ყევლა სხვა მეზობლის მიმართ მას შემდეგაც, რაც ყაზახეთის ჩრდილოეთს დაიპყრობს, იქ „რესპუბლიკას“ შექმნის და იგივე „კონფედერაციის“ პროექტით გამოვა
თუ ჩინეთმა და ამერიკამ ვერ შეძლეს ყაზახეთის დაცვა რასაკვირველია.
საქართველოს მიმართ ეს გეგმა ძალაშია. განსხვავებით უკრაინისგან, რაკი უკრაინის ტერიტორიები კრემლმა პირდაპირ შემოიერთა. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ – არა.
კიდევ უფრო მეტიც: სასტიკად შეეწინააღმდეგა ოსი სეპარატისტების მიერ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას.
და………მოარული კითხვაა: ეს შობელძაღლი ქართველი ბოლშევიკები, საკუთარ სამშობლოს რომ 3 (სამი) ავტონომია შეუქმნეს, აღმოსავლეთ უკრაინაში და ჩრდილო ყაზახეთში რატომ ვერ შექმნეს ავტონომიები, რომლებსაც ახალ ეპოქაში მოსკოვი ასე „ხელზე დაიხვევდა?“
თუმცა უკრაინის მაგალითი ადასტურებს, რომ ავტონომიების გარეშეც დაიხვევდა ხელზე. მერე შექმნიდა და ეგ არის.
ახლა რომ შემოგვთავაზოს რას ვაკეთებთ?
ეს კითხვაა რაცაა.
ჩემი პასუხია: „ა რ ღ ი რ ს!!“
აი ეს არის ზუსტი ფორმულა.
ქართველ ლტოლვილთა 70-80% აფხაზეთში აღარ დაბრუნდება არც ერთ შემთხვევაში და რომც დაბრუნდეს „კონფედერაციის წევრ აფხაზურ სახელმწიფოში“, ანუ აფხაზური „იურისდიქციის ქვეშ“, მონობის გარდა არაფერი ელით იქ.
ეს „უკეთეს შემთვევაში“. უარეს შემთხვევაში კი ეროვნული იდენტობის შეცვლა ანუ გააფსუება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved