• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა უნდა მოხდეს ისეთი, რაც ოპოზიციის რეიტინგს ოდნავ მაინც აწევს და ეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნება“

ალია ავტორი - ალია
22:44 11-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
382

ანი დვალიშვილი

ოპოზიცია კი ჯერჯერობით იმაზეც ვერ ჩამოყალიბდა, უნდა გაერთიანდეს თუ უფრო მეტად უნდა დაიშალოს. ცალ-ცალკე, არჩევნებისთვის, შანსი პრაქტიკულად არცერთს არ აქვს და ბარიერის გადალახვას, ამ გადმოსახედიდან, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ვერავინ შეძლებს. ნაციონალები ბარიერს თუ გადალახავენ, თორემ სერიოზული პრეტენზია არც მათ ექნებათ და ეს ყველაფერი „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. რამე უნდა მოხდეს ისეთი, რაც ოპოზიციის რეიტინგს ოდნავ მაინც აწევს და ეს „რამე“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნამდვილად არ იქნება. ამას მოსახლეობაც მიეჩვია, დასავლელი პარტნიორებიც, ხელისუფლებაც და ახლა სახელისუფლებო გუნდს კიდევ ერთი კოზირი აქვს – როგორც კი საუბარი იწყება იმაზე, რომ სააკაშვილს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა აღარ ესაჭიროება და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა დააბრუნონ, მიშა მაშინვე ცუდად ხდება და მისი მხარდამჭერი ექიმების კონსილიუმი დაბეჯითებით ამტკიცებს, პაციენტის ტრანსპორტირება არ შეიძლებაო. ჰო, ტრანსპორტირება ქვეყნის შიგნით არ შეიძლება, თორემ საზღვარგარეთ თუ გაუშვებენ, ყველა მზად არის.

თითქოს საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ რეალურად, რუსეთი ყურადღებით აკვირდება აქ მიმდინარე მოვლენებს და ნებისმიერ დროს მზად არის, სიტუაცია შეცვალოს. არევას, როგორც სამაჩაბლოს, ისე აფხაზეთის მიმართულებით ნებისმიერ დროს შეძლებს და მერე რა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ. ეს სახელმწიფოები ერთმანეთთან მშვიდობის შენარჩუნების პირობას დებენ, თორემ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სიტუაცია სამაჩაბლოში, აფხაზეთში ან მთიან ყარაბახში არ აირევა? აგერ, ბოლოს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება ვინ დაიწყო, დღემდე არკვევენ – აზერბაიჯანული მხარე ხელს სომხეთისკენ იშვერს, სომხეთი – აზერბაიჯანისკენ და დასავლელი ექსპერტები კიდევ ამბობენ, ორივე მხარეს რუსმა სამშვიდობოებმა გაისროლეს და ბრძოლაც ამის შემდეგ განახლდაო.

ასეა თუ ისე, ოპოზიცია წამსვლელია ყველაფერზე, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს. თავის მხრივ, „ოცნებაც“ ყველაფერზე წავა, ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს და მმართველი გუნდის მხარეს ყველაფერთან ერთად, უკეთესი ფინანსური მდგომარეობაცაა.  აი, ახლა, დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ფორმით თუ გაიტანეს, რა ფორმითაც დაწყებულია, გვერწმუნეთ, დავით კეზერაშვილს ტელევიზიის დაფინანსებას საკანონმდებლო დონეზე აუკრძალავენ და კიდევ ერთი ოპოზიციური არხი „ყველის და პურის“ ამარა დარჩება. დეოლიგარქიზაციის კანონმა შესაძლოა, სხვა მიმართულებებითაც იმუშაოს და კიდევ ერთ ტელევიზიას შეექმნას პრობლემა, რაც საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ დავბრუნდებით ნაციონალების ეპოქაში, როცა სატელევიზიო სივრცეში ერთადერთი ნათელი წერტილი მცირებიუჯეტიანი „კავკასია“ იყო და დანარჩენი არხები ერთსა და იმავე ტექსტებს კითხულობდნენ ერთი და იგივე კორექტურული შეცდომებით…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
ტერაფლუ
ახალი ამბები

გაციებისა და ხველის კომპლექსური მკურნალობა – ტერაფლუ, ფარკოსოლვინი და პულმოლანი

14:45 10-29-2026
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

14:11 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved