• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა ქონების გადასახადთან დაკავშირებით? – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:59 10-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,296

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ქონების გადასახადთან დაკავშირებით.
ემიგრანტებს მთავრობა ქონების გადასახადდთან დაკავშირებით არაფერს უხსნის, რადგან არ აწყობს, კარგს ვერაფერს ეტყვის. არ უნდათ მილიონამდე ადამიანის და აქ მყოფი მათი ოჯახის წევრების გაბრაზება. არა და დიდი გაუგებრობაა და ხალხი დაბნეულია.
რამდენიმე რამე უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში:
1. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს წლებია უცხოეთში, არაა საქართველოს რეზიდენტი, უცხოეთში გამომუშავებული ფული აქ არ იბეგრება და არც ქონების გადასახადს იხდის საქართველოში.
2. როცა უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქე( ან არამოქალაქე) ფულს უგზავნის თავისი ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, ეს ფული მიმღები პირებისათვის არის შემოსავალი. თუ ეს თანხა წლიურად აღემატება 40 ათას ლარს, ფულის მიმღები ოჯახი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი. მიღებული ფული კი არ იბეგრება, არამედ მიმღების ქონება.
3. თუ ფულის მიმღები აქ მუშაობს და მას არ უგროვდებს 40 ათასი ლარი შემოსავალი, მაგრამ უცხოეთიდან მიღებული გზავნილების დამატების შემდეგ საერთო შემოსავალი გადასცდება 40 ათას ლარს, მაშინ იგი ხდება ქონების გადასახადის გადამხდელი.
4. მიუხედავად იმისა, აგზავნი თუ არა უცხოეთიდან ფულს საქართველოში, ხარ თუ არა რეზიდენტი( ანუ დროის უმეტეს ნაწილს ატარებ უცხოეთში), თუ გაქვს მიწის ნაკვეთი, მასზე უნდა იქნას ქონების გადასახადი გადახდილი.
ერთი უცნაური კითხვა, რომელიც ამ წუთას მომწერა ბათუმიდან ერთმა ქალმა: ქმარი არის მეზღვაური და უნდა გადაიხადოს თუ არა ქონების გადასახადი. ლოგიკურად ასეა: თუ ის უცხო ქვეყნის გემზეა 6 თვეზე მეტი, უკვე არაა საქართველოს რეზიდენტი და არ უნდა უწევდეს წესით. მეორეს მხრივ, თუ ის ცოლის ანგარიშზე რიცხავს ფულს, ეს ოჯახის შემოსავალია და უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი. რთული შემთხვევა იმიტომაც არის ეს, რომ იგი ფულს რიცხავს საკუთარ ანგარიშზე ქართულ ბანკში. ფულის წარმოშობის წყარო უცხოურია, საქართველოს რეზიდენტი არ არის. ფრანგულ ბანკში რომ ჩაერიცხა, ერთმნიშვნელოვნად, არ ჩაითვლებოდა აქაურ შემოსავლად და არც მოუწევდა ქონების გადასახადის გადახდა. ამაზე საგადასახადომ უნდა გასცეს პასუხი. პირველ რიგში რეზიდენტობაა დასადგენი.
გუშინ ამერიკიდანაც მომწერეს, რომ ფულს არა ნათესავის, არამედ საკუთარ ანგარიშზე რიცხავს ქართულ ბანკში. ასეთ შემთხვევაში არ იქნება სწორი რაიმე რჩევის მიცემა. ეს ისეთი დეტალებია, რომელიც ოფიციალურად უნდა გადამოწმდეს.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ხალხს ელაპარაკოს, განუმარტოს, უთხრას როდის აპირებენ ახალი, დროის ადეკვატური კანონის მიღებას, ავრცელებენ განცხადებას, რომ ნუ პანიკობთ, არაფერი შეცვლილა კანონში, ტელევიზიები და ექსპერტები ძაბავენ ვითარებასო. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მართლაც არაფერი შეცვლილა და ასეულ ათასობით ადამინს უწევს უკვე ამ გადასახადის გადახდა შემოსავლებისა და ფასების ზრდის გამო და არც კი იციან ეს. ეს ადამიანები რეპრესიების პოტენციური სამიზნეები შეიძლება გახდნენ.
კანონი თუნდაც იმიტომ არის შესაცვლელი, რომ ქონების შეფასებას ახდენს თავად გადამხდელი. ერთ სადარბაზიში მცხოვრებმა ორმა პირმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული თანხა შეიძლებს ჩაწეროს დეკლარაციაში. ასეთი წესი ხელისუფლების ხელში ძალიან საშიში ბერკეტია. ამაზე წლებია საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მიუთითებს.
როდესაც საკითხი ერთ მილიონამდე ჩვენს მოქალაქეს ეხება, ამაზე ხელისუფლება ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved