• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა უკრაინულ ფაშიზმზე საუბრობთ? 53 ფაშისტური ორგანიზაციაა რუსეთში, ღმერთმა ნუ ქნას რუსი საქართველოში შემოვიდეს” – გუჯა ბიძია

ალია ავტორი - ალია
15:51 06-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,901

რეჟისორი, გაზეთ “საადგილმამულოს” დამფუძნებელი, გუჯა ბიძია:

 

“800 000 რუსი ომობდა გერმანელი ფაშისტების მხარეს მეორე მსოფლიო ომის დროს,
და ეს მხოლოდ ვლასოვის არმიაში.
ვლასოვის არმია იყო რომ გადაუარა უკრაინას მაშინ.
აღარ ვისაუბრებ სხვა რუსულ სამხედრო ნაწილებზე, ემიგრანტი რუსებისგან რომ ჩამოყალიბდა, და ომის დაწყებისთანავე რომ შემოყვნენ გერმანელებს, და მხეცობაში ფაშისტებს რომ გადააჭარბეს.
ის გეორგიევსკის ლენტაც, გამარჯვების სიმბოლოდ რომ აფრიალებენ რუსები, სწორედ ის კაზაკები ატარებდნენ, ნაცისტების მხარეზე რომ ომობდნენ.
ეს მაშინ, და დღეს?
53 ფაშისტური ორგანიზაცია მოქმედებს დღეს რუსეთში.
გასამხედროებული ორგანიზაციები.
მოქმედებს ლეგალურად, და ამ ორგანიზაციების უმეტესობა დღეს უკრაინაში ომობს.
და ომობს 2014 წლიდან, მის შემდეგ რაც დონეცკში შემოვიდა რუსული სპეცნაზი, და ქალაქის საბჭოს შენობა დაიკავა.
რუსული სპეცნაზი შევიდა უკრაინაში, რუსული, და რუსულ ფაშისტურ ორგანიზაციებთან ერთად!
და გუბარევი, დონეცკის ოლქის გუბერნატორად რომ დანიშნეს რუსებმა, რუსეთში წლობით მოქმედი ფაშისტური ორგანიზაციის, “რუსეთის ნაციონალური ერთობის” წევრი იყო.
გავიმეორებ, 53 ფაშისტური ორგანიზაციაა დღეს რუსეთში, და ვისაც რუსეთის დიდ ქალაქებში უცხოვრია, იციან რას წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები.
მაგათი პარადების დროს ქუჩებში ვერ გაივლიდი კაცი,
ქუჩებში კი არა, კორპუსებში დადიოდნენ, და ინფორმაციებს აგროვებდნენ სად ცხოვრობდნენ არარუსები, და აფრთხილებდნენ ორ დღეში დაეტოვებინათ ქალაქი,
და ეს იცოდა ყველამ, ხელისუფლებამ, მილიციამ, უშიშროებამ.
იცოდნენ და ახალისებდნენ.
და წარმოიდგინეთ ახლა, იარაღს რომ მიცემ ასეთს, და უკრაინაში გაუშვებ.
რა უკრაინულ ფაშიზმზე საუბრობთ ?
სწორედ იმ პერიოდში, 2014 წლის დასაწყისში ვცხოვრობდი უკრაინაში,
დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში მოსახლეობის 80% რუსი იყო, რუსული ენა სახელმწიფო ენა იყო, ყველა მაღალი თანამდებობები რუსებს ეკავათ, ყველა მსხვილი ბიზნესი რუსებს ჰქონდათ ხელში,
სამსახურები ჰქონდათ, ხელფასები ჰქონდათ, მაღალი პენსიები.
რა უკრაინული ფაშიზმი,
თავს იცავს ხალხი, არ დაიცვას თავი ასეთებისგან?
ფაშიზმი რუსეთში უნდა ნახოთ, და ღმერთმა ნუ ქნას რუსი საქართველოში რომ შემოვიდეს, რომ მიხვდეთ რას ნიშნავს ნამდვილი ფაშიზმი.
წაიკითხეთ რაღაც,
ლინკი დაბლაა, კომენტარში.
ცოდნა არ კლავს, კლავს არცოდნა.”

 

В России действуют 53 фашистские организации

თეგები: გუჯა ბიძია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved