ხარაგაულში, სოფელ ვერტყვიჭალაში, რკინის საამქროს ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული – უბედური შემთხვევა იმერეთში დღეს დილით მოხდა. მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.
კონსტრუქციიდან უკვე გამოიყვანეს ექვსი ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.
სამძებრო სამუშაოები გრძელდება და არ არის გამორიცხული, ნანგრევებში კიდევ იყვნენ სხვა თანამშრომლები.
კონსტრუქცია ვერთტყვიჭალაში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.
რეზონანსი

კომენტარები