• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს არასწორ სპორტულ დატვირთვას? – სიმპტომები, დიაგნოსტირება და მკურნალობა

ალია ავტორი - ალია
17:43 08-19-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

ბავშვებში, რომლებიც არ არიან მზად ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისთვის, ტრავმის მიღების რისკი ყოველთვის მაღალია. ტრავმების სიხშირე დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე, მოზარდის ასაკზე, მის ფიზიკურ განვითარებაზე, კონსტიტუციურ აგებულებაზე, როცა მოზარდი სისტემატურად იმეორებს სპეციფიკურ მოძრაობებს, ეს თავისთავად იწვევს კიდურის, ან კიდურების დატვირთვას, ერთი და იმავე მყესების და კუნთების – ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება, დაჭიმვა ან სახყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა დაზიანებები. მაგალითად, სირბილისას, ერთმა არასწორმა მოძრაობამ, ფეხის გადაბრუნებამ შეიძლება გამოიწვიოს იოგების დაჭიმულობა, ზოგჯერ ძვლის მოტეხილობასაც კი. ათლეტური აღნაგობის სპორტსმენ ბავშვებში ხშირია გადაჭარბებული დატვირთვით მიღებული ქუსლის და დიდი წვივის ოსტეოქონდროპათიები.

შესაბამისად, სპორტის ამა თუ იმ სახეობის შერჩევისას მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, ხასიათი, ინტერესი, ფიზიკური და ფსიქო–ემოციური მზაობა. სასურველია კონსულტაცია ექიმთან 6 თვეში ერთხელ მაინც, რათა დროულად გამოვლინდეს ფიზიკურ დატვირთვას ხომ არ შეუცვლია ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყურადღება უნდა მიექცეს ვარჯიშებს შორის
დროის სწორ განაწილებას, კვებას, ვარჯიშების შესრულების სწორ ტექნიკურ მხარეს.

იმ შემთხვევაში, თუ ტრავმაზე ჩნდება ეჭვი, სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს პროფესიონალი, რათა ტრავმა არ გართულდეს. მწვრთნელმა კი უნდა გადახედოს ვარჯიშის პროცესს, რადგან მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესი და ექიმთან კონსულტაციით უნდა გადაწყდეს, რა დროში და როგორ ვარჯიშებს შეიძლება დაუბრუნდეს მოზარდი.

რა არის პირველი სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და მივმართოთ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგს? რას იწვევს მკურნალობის დაგვიანება? რა გზები არსებობს პრევენციისთვის? – ამ და სხვა კითხვებზე ალიას უპასუხებს ნიუჰოსპიტალსის ექიმი, ბავშვთა ორთოპედ–ტრავმატოლოგი, ამირან შარაბიძე.

– რას გულისხმობს ოპტიმალური სპორტული დატვირთვა და რა მნიშვნელობა აქვს მას ბავშვთა განვითარების პროცესში?

– ფიზიკური აქტივობა აუცილებელია სხეულის ნორმალური განვითარებისთვის, თუმცა ნებისმიერ ორგანიზმს გააჩნია გარკვეული ლიმიტი, რომლის შემდეგ დატვირთვა იწვევს უარყოფით შედეგებს. აქედან გამომდინარე, ოპტიმალური შეგვიძლია ვუწოდოთ სპორტულ დატვირთვას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სხეულის განვითარებას, თუმცა არ იწვევს ტრავმებს.

– რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს არასწორ სპორტულ დატვირთვას ბავშვთა ასაკში?

– არასწორი სპორტული დატვირთვა ზრდის ტრავმის მიღების ალბათობას, იგულისხმება არა მხოლოდ მწვავე ტრავმები, რომლებიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ, მიკრო ტრავმებიც, რომლებიც ნელ-ნელა იწვევენ სხვადასხვა ორთოპედიული პრობლემის ჩამოყალიბებას, მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ე.წ. შლატერის დაავადება, ესაა დიდი წვივის ძვლის ბორცვის იუვენალური ანთება, რომლის ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორია პერმანენტული მკირო ტრავმები და რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება მოცეკვავეებსა და ფეხბურთელებში.

– რა არის პირველი სიმპტომები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და მივმართოთ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგს? რა გართულებები ახლავს დაგვიანებულ დიაგნოსტირებას და მკურნალობას?

– ადვილად დაღლა, დისკომფორტის, ტკივილის შეგრძნება ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ, მოითხოვს ყურადღებას, საჭიროა გამომწვევი მიზეზის დადგენა და შემდგომი გართულების პრევენცია. როგორც ნებისმიერ სხვა დაავადების დროს, ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ნაადრევ დიაგნოსტირებას. პრობლემა, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ ეტაპობრივად პროგრესირებს, შესაბამისად გვიან დაწყებული მკურნალობა მოითხოვს მეტ დროს და რესურსს.

– როგორია მომართვიანობა – ძირითადად რა ასაკის ბავშვები მოგმართავენ სპორტული ტრავმებით?

– სპორტული ტრავმების გამო ძირითადად მოგვმართავენ უფროსი ასაკის ბავშვები, რადგან ამ დროს დიდია დატვირთვების ინტენსივობა, ხდება მაღალენერგეტიკული ტრავმები.

– როგორია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები და რა შესაძლებლობები გაქვთ ამ მხრივ ნიუ ჰოსპიტალში?

– დიაგნოსტირებისთვის საჭიროა პაციენტის კლინიკურ შეფასება, ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევები. ნიუ ჰოსპიტალში ამ მხრივ ყველა რესურსია, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს დროული დიაგნოსტირება და შემდგომ მკურნალობის ოპტიმალურ მეთოდის შერჩევა.

– პრევენციისთვის რა რჩევები შეგიძლიათ მოგვცეთ?

– დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სპორტულ აღჭურვილობას, სპორტული მოედნების საფარს, დატვირთვების ხანგრძლივობას და ინტენსივობას, ასევე პროფესიული სპორტსმენებისთვის აუცილებელია კვების და ძილის რეჟიმის მოგვარებაც. ტკივილის და დისკომფორტის არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მივმართოთ სპეციალისტს რათა დროულად დადგინდეს პრობლემის არსებობის მიზეზი და თავიდან ავირიდოთ შემდგომი გართულებები.

– და ბოლოს, ყველა პროფესიაზეა მითები, რა მითები გსმენიათ თქვენ პროფესიაზე, და რომლებს გამოყოფდით?

– ტრავმატოლოგიაში გავრცელებული მითებიდან: არ დააძალოთ ბავშვებს ხორცის ნახარში, ის მოტეხილობის სწრაფად შეხორცებას არ ეხმარება, არც კვერცხის გულის საფენები არ აჩქარებს ძვლის კონსოლიდაციის ვადებს, თაბაშირით იმობილიზაცია უფრო საიმედოა და მოტეხილობის მეორადად შეცილების რისკი ნაკლებია.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved