• რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერილს გამოაქვეყნებს სააკაშვილი ციხიდან? – „ის უბრალოდ, თავისუფლებისთვის იბრძვის“

ალია ავტორი - ალია
20:49 08-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,040

ანი დვალიშვილი

როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი „ალიას“ უყვება, სააკაშვილი ამ კვირაში აპირებს ოფიციალური წერილის გავრცელებას, რომელშიც დეტალურად აღწერს საკუთარ გეგმებს და მის მიერვე შექმნილ პარტიას ოფიციალურად გაემიჯნება და ქართული პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლასაც ასევე ოფიციალურად დაადასტურებს. როგორც „ალიას“ წყარო ეუბნება, ამ წერილის შემდეგ, სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე განცხადებას აღარ გააკეთებს და საკუთარ მოსაზრებას აღარ გამოთქვამს. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე მმართველი გუნდი უნდა დარწმუნდეს სააკაშვილის სიტყვებში და შემდეგ უკვე თანხმობა უნდა თქვას მის საზღვარგარეთ გაშვებაზე. მიშა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ოპოზიცია მას ციხიდან ვერანაირი გზით ვერ გამოიყვანს და ისიც ზუსტად იცის, რომ მისი ქართული პოლიტიკიდან გასვლითა თუ წასვლით, ნაციონალები ამომრჩეველს დაკარგავენ, მაგრამ ის ახლა უბრალოდ თავისუფლებისთვის იბრძვის და იბრძვის ყველა ხერხითა თუ საშუალებით.

სხვათა შორის, ბოლო დროს, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ საზღვარგარეთ ყალიბდება ახალი ძალა, რაზეც „ალია“ ექსკლუზიურად წერდა და რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდი ფულით და ახალი ხალხით მოვა. ანუ, ეს იქნება ადამიანთა ერთობა, რომლებმაც წარმატებას საზღვარგარეთ მიაღწიეს და ახლა საქართველოში დაბრუნება სურთ და… როგორც გვიყვებიან, „ოცნება“ ამისთვის თავისებურად ემზადება – მმართველი გუნდი აუცილებლად მონახავს ვინმეს იმ ახალ ძალაში, ვისზეც იტყვის, რომ ნაციონალია და თუ ეს არ გამოვა, ნახავს ისეთ ვინმეს, ვისზეც უკვე ოპოზიცია იტყვის, რომ ახალი ძალა ივანიშვილის პროექტია და ამ ახალი ძალის ამბიცია ჩანასახშივე მოკვდებაო. იმასაც შეამჩნევდით, რომ მმართველი გუნდი რეგიონებში დადის და მართალია, დარბაზში ძირითადად საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები სხედან, სათქმელი მაინც თქვეს და შელამაზების გარეშე აღნიშნეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გამარჯვებას აპირებენ და ხელისუფლებაში დარჩენა მეოთხე ვადით სურთ.  როგორც ამ ხელისუფლების საყვარელ ოკუპანტ ქვეყანაში იტყოდნენ „ნაგლასწ ვტაროე სჩასტიე“…

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved