• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერილი მიიღო ქალთა საპატიმრო დაწესებულებიდან გიორგი კეკელიძემ?

ალია ავტორი - ალია
21:46 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
359

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

„ამ დღეებში ქალთა საპატიმრო დაწესებულებიდან წერილი მივიღე. ციხიდან წერილებს ხშირად მიგზავნიან, მაგრამ ქალთა საპყრობილედან პირველი იყო. ბოლო ხუთი დღეა ვკითხულობ და უცნაურ ძალას მაძლევს, კარგად ვერც ვხვდები, რატომ და რაგვარს. ახლა ავკრიფე ეს ხელნაწერი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ:
,,გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? ,,…… …….” გწერ, შენი გვერდის ერთ-ერთი გამომწერი. რამდენჯერმე გვქონდა მიმოწერა სასკოლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით. (ეს მოკლე მიმოხილვა, მინიმუმ იმისთვის, რომ ჩატში მომძებნო და გამიხსენო).
ციხიდან გწერ… ისე მრცხვენია აქ ყოფნა და მერე ამის უპრობლემოდ თქმა, რომ ვერ აღვწერ. (მოკლედ რომ გითხრა დამნაშავე ვარ! მეტის ღირსი ვარ, ბევრი რომ მოვინდომე. მოსაკლავიც კი ვარ ? ). მე გაკლივარ ახლა გულის გადასაშლელად, ალბათ ფიქრობ, ვერ არის ეს გოგო კარგად, რამ გადარია და მე საერთოდ რა შუაში ვარო, მაგრამ არაა!!! მთავარზე გადავალ ? .
ციხეში ბიბლიოთეკა როდესაც ვნახე და წიგნებს გავეცანი (დიდი მოყვარული გარეთ არ ვყოფილვარ), პირველი ეს ვიკითხე: ,,უკაცრავად გიორგი კეკელიძე მოდის ხოლმე?” ,,არაო!” – მიპასუხეს. ,,მოიცა, არც წიგნებს გვიგზავნის?”. ისევ არაო და მეწყინა ძალიან, თან ,,გურული დღიურები” ვერსად ვნახე. ხმამაღლა წამოვიძახე – ,,მე მივწერ გიორგის და ვეტყვი!” ეს უბრალოდ წამომცდა, მაგრამ შინაგანად მაინც ვფიქრობდი, როგორც ჩანს ვერ მოიცალა ციხისთვის-თქო, თუმცა მოწერა მომერიდა. ნოესთან როცა იყავი, მაშინ გახსენეს უამრავი დადებითი ემოციით. ამიტომ გადავწყვიტე მოწერა და თხოვნა, იქნებ გვესტუმრო. იქნებ შეძლო და მოიცალო. იქნებ წიგნებიც მოგვიტანო და კიდევ ბევრი იქნებ. იცი, აქ ძალიან დეპრესიულები არიან, ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული, უმრავლესობა აბებს იღებს, ვფიქრობ შენ დიდი გამონათება იქნები მათთვის (მე კი ძალიან გამიხარდება შენი ნახვა). რაღაც კარგი მეგობარივით კი გწერ, მაგრამ რადგანაც თქვენობით არ ვწერ, უზრდელად არ ჩამთვალო. ,,აი ნაჩნიკის” შუქზე ვწერ, ღამის 04.27 წუთია. ?. მოკლედ იქნებ დრო გამონახო. გვესტუმრო. შეძლებისდაგვარად გული გადაგვიშალო. ან გადაგიშალონ. არ ვიცი. არეულად ვწერ. ეს კი ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს მიხვდენი რა გულით გწერ. მე მაინც იმედი მაქვს, გადაწყვეტ და გვესტუმრები.
P.S. ბოდიში შეწუხებისთვის, არეული ტექსტისთვის, მაგრამ რაღაცნაირი იმედით ვწერ, ძალიან მინდა ეს წერილი ნახო (ღმერთო, წერილებს ციხიდან ვაგზავნი), აი, იმდენად ჩაკეტილები და დათრგუნულები არიან, ვცდილობ ხოლმე გავახარო, ხშირად ვწერ ცნობილ ყოფილ ნაცნობებს, მეგობრებს, იქნებ ვინმეს გავახსენდეთ, დრო გამონახონ-თქო, აქ იმდენად უხარიათ უცხო ნაცნობი სახის დანახვა, რომ რა ვიცი… ბოდიში, რომ დროს გაკარგვინებ.. მაგრამ ამ წერილთან ერთად გულს და სულს გიგზავნი. მთელი ემოციით და ადამიანობით გწერ. ბოლოს ფეისბუკზე მოგწერე, რომ მე, როგორც გამომწერი, შენს გვერდით ვარ-თქო. თუ ვერ მოახერხებ მოსვლას, ის მონაწერი ისევ ისე დარჩება და არც გონებაში არაფერი შეიცვლება. უფრო მეტსაც დავამატებდი, ახლა, ამ გადმოსახედიდან, შემიძლია უბრალოდ ვიყო ის, ვინც უბრალოდ მოგისმენს და დაგჭირდება (რატომღაც მგონია არ გყავს, ვინც უხმოდ გისმენს). ეს არის, ის რაც შემიძლია, უბრალო ადამიანმა შემოგთავაზო, შეიძლება არც გჭირდება, მაგრამ როცა დაფიქრდები და მარტო დარჩები, შენი თავთან იმის გააზრებაც კარგია, რომ ვიღაც არის, რომელსაც უბრალოდ გიორგი აინტერესებს და არა მისი წარმატება.
(მოკლედ თუ შეძლებ და მოხვალ, აუცილებლად მიკითხე ან თუ შეძლებ, პასუხი გამაგებინე. ვიმეორებ – თუ შეძლებ:D )
,,…… ………”
გარდაბანი. სოფელი მთისძირი. # 5 პენიტენციური დაწესებულება.
ჩვენ ძალიან მალე ჩავალთ ამ ციხეში და ბიბლიოთეკას ბევრი საუკეთესო წიგნით ავავსებთ, მაგრამ ვერცერთი იქნება იმ წონის, როგორიც ჩემთვის ეს წერილი იყო.“
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved