• რეკლამა
  • კონტაქტი
14:01, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერია საქართველოზე რუსეთთან დაკავშირებულ ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
13:26 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ახალ სტრატეგიას ეხება.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს ალიანსი შეერთებულ შტატებსა და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, რათა დაუპირისპირდეს მსოფლიო დემოკრატიის შესუსტებისა და ევროპული პოლიტიკური წესრიგის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთისა და ჩინეთის ძალისხმევას.

„ის უნდა ითვალისწინებდეს სანქციებს, უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და უფლებადამცველების მხარდაჭერას,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობა.

„ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ეგრეთ წოდებული “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიცაა უკრაინა და საქართველო და ხელი შეუწყოს რეგიონში ევროპული რეფორმებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, არ აღიაროს რუსეთის პარლამენტი, თუკი რუსეთის 2021 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდება.

ანგარიში ლიეტუველმა დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა წარადგინა.

მის სასარგებლოდ ხმა ევროპარლამენტის 494-მა წევრმა მისცა, 103 წინააღმდეგი წავიდა, 72-მა კი – თავი შეიკავა.

თეგები: ევროკავშირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved