• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერია გელა ბეჟუაშვილის ჩვენებაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით

ალია ავტორი - ალია
16:43 12-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

“ტვ პირველი” საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის იმ ჩვენებას ასაჯაროვებს, რომელიც გელა ბეჟუაშვილმა საგამოძიებო კომისიას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით მისცა.

აღნიშნულ ჩვენებაში, ყოფილი მინისტრი 2005 წელს იხსენებს და აცხადებს, რომ დავით-გარეჯის პრობლემური საკითხის შესახებ საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ინფორმაცია ჰქონდა მიღებული.

ამასთან, როგორც გელა ბეჟუაშვილის ჩვენებიდან ირკვევა,  სახელმწიფოს იმდროინდელი მეთაური მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო.

“სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკური ნება და დავალება მთავრობისადმი იყო, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან დაგვედგინა ეფექტურად და, რაც შეიძლება მოკლე დროში, საზღვრები, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში თავიდან აგვეცილებინა შესაძლო უარყოფითი შედეგები.

ანალოგიურად, ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრონმის პერიოდშიც მიხეილ სააკაშვილიდან მოდიოდა ანალოგიური პოლიტიკური დავალება.

სხვა რაიმე დავალება ან მითითება საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის შეთანხმებასთან დაკავშირებით მე მიხეილ სააკაშვილისგან არ მიმიღია.

2005 წლის მაისში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიმყოფებოდი ბაქოში ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რა დროსაც მოხდა მიხეილ სააკაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა. ამ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის საკითხი. როგორც ვიხსენებ, ამ ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც საბჭოს დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის თავმჯდომარემ მოახსენა, რომ შეუთანხმებლად რჩებოდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დავით-გარეჯას მონაკვეთი. კომისიის მხრიდან საბჭოს მოხსენდა, რომ იმ რუკებით, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობდა, სამონასტრო კომპლექსის გარეკვეული ნაწილი ხვდებოდა აზერბაიჯანის მხარეს. პრეზიდენტის დავალება იყო, რომ აღნიშნული კომპლექსი მთლიანად მოქცეულიყო საქართველოს საზღვრებში”, – ნათქვამია ბეჟუაშვილის ჩვენებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved