• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილ წერილში – რას ამბობს ლევან მახაშვილი?

ალია ავტორი - ალია
14:54 07-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
432

“ქართული ოცნების” პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ბოლო წერილი მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე კანონების გაუქმებას ითხოვს. საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე.

მახაშვილის განცხადებით, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, ევროკომისიის წერილი არ შეიცავს მიგრაციის, თავშესაფრის ან დაკავებების შესახებ რაიმე ახალ მითითებას, თუმცა მთავრობა მზად არის იმუშაოს როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციული საკითხების გაუმჯობესებაზე.

„წლების განმავლობაში, ევროკომისიასთან სამუშაო რეჟიმში ვართ, რათა უვიზო მიმოსვლას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. წერილი, რომელზეც კაია კალასმა მინიშნება გააკეთა, ეს ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშია უვიზო მიმოსვლის შესრულებაზე, რაც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. პრაქტიკულად, ამ ანგარიშის 95 პროცენტი იდენტურია. ევროპელებთან კომუნიკაცია გვექნება, ეს წერილი რამდენად შეიძლება, საჯარო იყოს, მაგრამ 95 პროცენტი იგივე რეკომენდაციებია. თავს უფლებას მივცემ, რომ რამდენიმე საკითხი საჯაროდაც ვთქვა, რადგან ამ დოკუმენტის რეკომენდაციები საჯაროა. კაია კალასმა მითითება ამორჩევით, მხოლოდ ერთზე გააკეთა, მე კი, რამდენიმეს ვიტყვი და საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია ის მიდგომები და რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირს მოცემული აქვს. როგორც მეშვიდე ანგარიშში, ასევე ამ წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ. ვციტირებ – გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად დაცული იყოს. ეს არის ის, რასაც სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირი გვთავაზობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სასწორზე რა დევს, რომ ეს საკითხი დარეგულირებული იყოს. ევროკომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ ისე, როგორც წინა ექვსი ანგარიშის ფარგლებში ვმუშაობდით. ეს სამუშაო პროცესია. მზად ვართ, ვიმუშაოთ როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, რაც წინა ანგარიშებში იყო საუბარი. დაკავებულებზე არ წერია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება. ეს ჰაერზე მოტანილო სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა იმ რეკომენდაციებს და სამუშაო პროცესს ეფუძნება, რაც ყოველთვის ევროკომისიასთან გვქონდა. ასეც გავაგრძელებთ. წერილს შევისწავლით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს. მათ შორის, რა შეიძლება, შს სამინისტრომ გააკეთოს, იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, რათა ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს იმის განცდა არ ჰქონდეთ, რომ უვიზო რეჟიმის სისტემა ბოროტად იყოს გამოყენებული, რათა ევროკავშირის მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნას. ეს წერილი სამუშაო დოკუმენტია და ვნახავთ, სად არის რესურსი რომელიმე კანონის გაუქმება-არგაუქმების. ევროკავშირი როდესაც საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას ითხოვს, ამ დროს ზეპირად, წერილში თარიღი არ არის დასახელებული და 31 აგვისტოს ამბობენ, შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამიტომ, ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს. ავწონ-დავწონით, რა შეიძლება, გაკეთდეს და არ გაკეთდეს. სიურპრიზი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წითელი ხაზია, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, ასევე ისეთ საკითხებზე, რაც კონსერვატიულ იდეას და მიდგომებს ეფუძნება, რომელიც ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved