• რეკლამა
  • კონტაქტი
11:52, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა­ტომ გამ­ჭრეს, ფუ­ლის გამო?” – პაციენტის მტკიცებით, ორგანო, რომელიც ამოჭრილი ეგონა, ადგილზე აქვს

ალია ავტორი - ალია
17:43 07-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ქი­რურ­გებ­მა უთხრეს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნო ამო­აჭ­რეს, ამ­ბობს, რომ ექი­მებ­მა მო­ა­ტყუ­ეს, რად­გან ორ­გა­ნო ისევ ად­გილ­ზე აქვს.

2016 წლის 2 აგ­ვის­ტოს ახალ­ცი­ხე­ში მცხოვ­რე­ბი ფიქ­რია ბარ­ბა­ქა­ძე მუც­ლის უე­ცარ­მა ტკი­ვი­ლებ­მა შე­ა­წუ­ხა. იმა­ვე დღეს ექოს­კო­პი­ის გა­და­სა­ღებ­ლად ახალ­ცი­ხე­ში, დალი ქო­ზაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მი­ვი­და. ექიმ­მა უთხრა, რომ გა­რე­ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და, ნა­ყო­ფი შვიდ კვი­რა­ზე მე­ტის იყო და თუ სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ას არ ჩა­ი­ტა­რებ­და, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პა­ცი­ენ­ტი გა­აგ­ზავ­ნეს ახალ­ცი­ხის “იმე­დის“ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ქი­რურ­გმა უთხრა, რომ ამო­აჭ­რეს მარ­ჯვე­ნა ფა­ლო­პის მილი, რო­მელ­შიც გარე ორ­სუ­ლო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბო­და. მის­ცეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს ფორ­მა #100-ში.

ფიქ­რია ambebi.ge-თან ყვე­ბა, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მა­ლე­ვე, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ირ­ყა. პე­რი­ო­დუ­ლად ჰქონ­და ტკი­ვი­ლე­ბი, სვამ­და წამ­ლებს და ელო­დე­ბო­და, რომ პრობ­ლე­მე­ბი გა­ივ­ლი­და, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბო­და.

“მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მქონ­და ოპე­რა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი და ტკი­ვი­ლე­ბი მარ­ცხე­ნა მხა­რეს მა­წუ­ხებ­და. გა­დავ­წყვი­ტე, თბი­ლის­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე. ტა­ტიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­ვი­ტა­რე გა­მოკ­ვლე­ვა, საკ­მა­ოდ მძი­მე ანა­ლი­ზე­ბი მქონ­და. სეფ­სი­სის პრო­ცე­სი ვი­თარ­დე­ბო­და ორ­გა­ნიზ­მში და პრობ­ლე­მე­ბი იყო ლიმ­ფურ კვან­ძებ­შიც… და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა. თან­და­თან უკე­თე­სად გავ­ხდი, მაგ­რამ 2020 წელს ისევ ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი, ისევ დალი ქო­ზაშ­ვილ­თან მი­ვე­დი და ისევ გა­რე­ორ­სუ­ლო­ბა და­მიდ­გი­ნა, ამ­ჯე­რად მარ­ცხე­ნა საკ­ვერ­ცხე­ზე. ამა­ზეც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია უნდა გა­კეთ­დეს და ეს მი­ლიც უნდა ამო­იჭ­რა­სო. ჩემ­მა მე­უღ­ლემ იკი­თხა, შვი­ლი აღარ გვე­ყო­ლე­ბაო? – ასე გა­მო­დი­სო, – უპა­სუ­ხა ექიმ­მა. ჩვენ ორი შვი­ლი გვყავს, თუმ­ცა, გვინ­დო­და, მე­სა­მეც გაგ­ვე­ჩი­ნა და ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნეთ. ოპე­რა­ცი­ის­თვის თბი­ლის­ში წა­ვე­დით”, – გვიყ­ვე­ბა ფიქ­რია ბრბა­ქა­ძე.

თბი­ლის­ში, ოპე­რა­ცი­ის­თვის, “იმე­დის“ კლინ­კა­ში მი­ვი­და. სწო­რედ ამ კლი­ნი­კა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ პა­ცი­ენტს, მარ­ჯვე­ნა ფა­ლო­პის მილი ად­გილ­ზე ჰქონ­და.

“ქი­რურ­გმა რომ გამ­სინ­ჯა, მკი­თხა, ამ­ხე­ლა ჭრი­ლო­ბა რა­ტომ გაქ­ვსო? – ვუ­თხა­რი, რომ მარ­ჯვე­ნა ფა­ლო­პის მილი მქონ­და ამოჭ­რი­ლი. წარ­მა­ტე­ბით ჩა­მი­ტარ­და ოპე­რა­ცია. ნარ­კო­ზი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ქი­რურ­გმა მი­თხრა, – რა­ტომ მო­მა­ტყუე, მარ­ჯვე­ნა მილი არ გაქვს ამოჭ­რი­ლი… ად­გილ­ზეა, სრუ­ლი­ად უპ­რობ­ლე­მოა და შე­გიძ­ლია შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზეც იფიქ­როო.

გა­ვოგნ­დი და და­ვი­წყე დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა, სა­დაც ეწე­რა, თუ რა ოპე­რა­ცია მქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 4 წლის წინ. ბო­ლომ­დე რომ და­მე­დას­ტუ­რე­ბი­ნა ის, რა­საც ექი­მი მე­უბ­ნე­ბო­და, წა­ვე­დი ქარ­თულ-ამე­რი­კულ კლი­ნი­კა­ში და გა­ვი­კე­თე მი­ლის გამ­ტა­რი­ა­ნო­ბა­ზე გა­მოკ­ვლე­ვა. იქაც იგი­ვე მი­თხრეს. ექ­სპერ­ტმაც და­მი­დას­ტუ­რა, რომ მილი ად­გილ­ზე იყო”, – იხ­სე­ნებს ახალ­გაზ­რდა ქალი.

ამის შემ­დეგ ფიქ­რია ბარ­ბა­ქა­ძემ ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა “იმედს“ მი­ა­კი­თხა და ფორ­მა #100 გა­მო­ი­თხო­ვა. შეხ­ვდა კლი­ნი­კის ქი­რურ­გებს და წა­რუდ­გი­ნა თბი­ლი­სის კლი­ნი­კი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც ეწე­რა, რომ პა­ცი­ენტს, მარ­ჯვე­ნა ფა­ლო­პის მილი ამოკ­ვე­თი­ლი არ ჰქონ­და.

“ეჭვი შე­მე­პა­რა, სა­ერ­თოდ თუ ვი­ყა­ვი სა­ო­პე­რა­ციო და მქონ­და თუ არა ნამ­დვი­ლად გა­რე­ორ­სუ­ლო­ბა. რა­ტომ გამ­ჭრეს, ფუ­ლის გამო ხომ არა?! ქი­რურ­გმა მალ­ხაზ მა­ი­სუ­რა­ძემ, რო­მელ­მაც უშუ­ა­ლოდ ჩა­მი­ტა­რა პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია, ვერ გას­ცა მკა­ფიო პა­სუ­ხი ჩვენს კი­თხვებ­ზე. მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვიმ­ტკი­ცე­ბენ იმას, რა­საც თბი­ლი­სის კლი­ნი­კა­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­დნენ. ბო­ლოს, რომ არ იცოდ­ნენ რა ეთ­ქვათ, გვი­თხრეს, ალ­ბათ, რამე პა­თო­ლო­გია გქონ­დათ და რამ­დე­ნი­მე მილი გაქ­ვთო, ხდე­ბა ასე­თი რა­მე­ცო. თუ პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მქონ­და, ეს ვერ შე­ნიშ­ნეს იმ უამ­რავ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე, რო­მელ­საც მი­ტა­რებ­დნენ? ან ოპე­რა­ცია რომ ჩა­მი­ტა­რეს და მი­თხრეს მარ­ჯვე­ნა მილი ამო­გა­ჭე­რი­თო, თუ კი­დევ იყო იქ მე­ო­რე, პა­თო­ლო­გი­უ­რი მილი, რა­ტომ მა­შინ­ვე არ ჩა­მა­ყე­ნეს საქ­მის კურ­სში?!” – აცხა­დებს პა­ცი­ენ­ტი.

კი­თხვებ­ზე მკა­ფიო პა­სუ­ხე­ბი რომ ვერ მი­ი­ღო, ფიქ­რია ბარ­ბა­ქა­ძემ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. ახლა საქ­მეს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცია იძი­ებს. და­კი­თხუ­ლია საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ექი­მე­ბის ნა­წი­ლი. და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა. სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს ყვე­ლა იმ მთა­ვარ კი­თხვას, რაც საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას გა­ა­ი­ო­ლებს და სა­ბო­ლო­ოდ, და­ად­გენს, რამ­დე­ნად სწო­რად გა­ე­წია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა პა­ცი­ენტს.

ექოს­კო­პის­ტი დალი ქო­ზაშ­ვი­ლი, ambebi.ge-თან ამ­ბობს, რომ იგი მზა­დაა სა­გა­მო­ძე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ არა­ნა­ი­რი გა­დაც­დო­მა არ მოს­ვლია.

“ჩემ­თან რომ მო­ვი­და ეს პა­ცი­ენ­ტი, ნამ­დვი­ლად ჰქონ­და გა­რე­ორ­სუ­ლო­ბა და სას­წრა­ფოდ იყო სა­ო­პე­რა­ციო. ამო­საჭ­რე­ლი იყო ის მარ­ჯვე­ნა მილი, რო­მელ­ზეც არის ლა­პა­რა­კი. პა­ცი­ენ­ტი ამ­ბობს, – არ ამო­უჭ­რი­ათ და ისევ ად­გილ­ზე მაქ­ვსო. ეს უკვე ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ არის. ეს ქი­რურ­გე­ბის საქ­მეა. მაგ­რამ ვვა­რა­უ­დობ, რომ შე­საძ­ლოა ანო­მა­ლი­ას­თან გვქონ­დეს საქ­მე. ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, 2 ელენ­თა, რამ­დე­ნი­მე ფილ­ტვი და ა. შ. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში იყოს ერთი, ორი ან სამი ფა­ლო­პის მილი. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბობს. ჩემ­თან თუ ის პრე­ტენ­ზია აქვს, რა­ტომ არ გა­მოჩ­ნდა ექ­სო­კო­პი­ა­ზე, თუ ანო­მა­ლი­უ­რი მი­ლე­ბი მქონ­დაო, ამა­ზე შე­მიძ­ლია ვუ­პა­სუ­ხო, რომ ამას მე კი არა, ბუ­ნე­ბა­ში ვე­რა­ვინ და­ად­გენ­და, რად­გან ეს ექოს­კო­პი­ა­ზე არ ჩანს. ამის­თვის ქი­რურ­გი­უ­ლი კვე­თაა სა­ჭი­რო”, – ამ­ბობს დალი ქო­ზაშ­ვი­ლი.

ქი­რურგმა მალ­ხაზ მა­ი­სუ­რა­ძემ და მისმა თა­ნა­შემ­წემ – მა­რი­ნა ხა­ბა­რო­ვა­მ, რომლებსაც, წე­სით, ქი­რურ­გი­უ­ლი კვე­თი­სას უნდა და­ე­ნა­ხათ ანო­მა­ლი­უ­რი მილი, თუ, რა თქმა უნდა, პა­ცი­ენტს ამ­გვა­რი ანო­მა­ლია ჰქონ­და, მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved