• რეკლამა
  • კონტაქტი
11:58, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა თქვა სუსზე “ქოლ.ცენტრის” თანამშრომელმა და დაასახელა თუ არა ლილუაშვილი?

ალია ავტორი - ალია
19:53 06-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
374

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლცენტრების ეპიზოდზე მსჯელობდნენ.

მოწმე, რომელიც პროკურორის თქმით, ერთ-ერთ “ქოლ-ცენტრში” იყო დასაქმებული, 3 საათზე მეტი იკითხებოდა.

ადვოკატი მედიასთან ამბობს:

ქოლცენტრის თანამშრომელმა, როდესაც აღნიშნა და დაასახელა სუსთან მიმართებაში გარკვეული ინფორმაციის ცოდნა, მან ასევე დაასახელა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც ქოლცენტრს, მისი გადსახედიდან მფარველობდა, ეს პირი არ არის გირგოლ ლილუაშვილი, მე სამწუხაროდ, სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით. გამოკითხულია აღნიშნული პირი, მაგრამ მას ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, როგორც სხვა ყველა მოწმეს, რომელიც თვითდინებით ამბობს და აღიარებს მუშაობის ფაქტს,- ამბობს ადვოკატი, ლანა ცერცვაძე.

საპირისპირო თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა:

მოწმემ დეტალურად ისაუბრა ქოლცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე მის მეწილეებთან დაკავშირებით, როგორ ფუნქციონირებდა ზოგადად, და ასევე მისი ინფორმაცია, რაც ხელთ გააჩნდა, და რის გამოც მშვიდად იყვნენ ქოცენტრის თანაშრომლები, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ და ეს იყო სუს-ის მხრიდან მფარველობა და მისთვის ცნობილი იყო კარგად გვარი ლილუაშვილი და ამ დეტალებზე დაკავშირებით მოწმემ ისაუბრა დღეს პროცესზე. შესაბამისად, აქ საუბარი არ არის იმაზე, პირდაპირ ხვდებოდა თუ არა, ეს თუ ის მოწმე გრიგოლ ლილუაშვილს, აქ საუბარია იმაზე, რომ მოწმისთვის, ქოლცენტრში საქმიანობისას, ზუსტი ინფორმაცია იქნა მის მიერ მიღებული. კონკრეტული ქოლცენტრი, რასაც ბრალდების მხარე ედავება, თბილისის 2 ლოკაციაზე დროის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა შპს-ს ბაზაზე ფუნქციონირებდა, თუმცა ერთიდაიმავე მმართველობის და მფარველობის ქვეშ იყო. ეს პიროვნება ორივე შპს-ში და ტერიტორიაზე იყო დასაქმებული, – ამბობს საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved