• რეკლამა
  • კონტაქტი
20:02, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა თქმა უნდა, არის სხვა სცენარიც, მაგრამ მაგის ერთი ადგილის მქონე ადამიანებს ჯერ ვერ ვხედავ…“ – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
16:08 04-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,141

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,ბიძინამ არჩევნები შემოდგომაზე რომ დანიშნოს, (საკუთარი ნებით თუ იძულებული გახდეს – არ აქვს მნიშვნელობა) თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, რომელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა ამისთვის მზად? მზადყოფნაში ვგულისხმობ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზადყოფნას, რომელიც რეალურად მოშლილი აქვს ყველა პარტიას, არამედ მორალურ მზადყოფნასაც, რესურსებს – არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ ადამიანურსაც.
საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება გადაწყვეტილებას. შესაძლოა, რამდენიმე სინდისის პატიმარიც გამოუშვან… დანარჩენთან დაკავშირებით რაღაც კულუარულ პირობას დადებს…
შემდეგ ოპოზიცია რას იტყვის: ამ ცესკოს და ამ კანონმდებლობის პირობებში არ მივიღებთ მონაწილეობას და ეს გახდება მთავარი მოთხოვნა?
სხვა უამრავი კითხვაც არის ამ ჭრილში და ვინმე ფიქრობს ამაზე?
არ დაგამძიმებთ და უფრო რთული კითხვებით არ გადაღლით და სხვა მოდელებზე არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. სულაც არ არის გამორიცხული ცუგცვანგში აღმოჩენა და ისევ ცუდსა და ცუდს შორის არჩევანის გაკეთებამ მოგვიწიოს. ისიც ცხადია, რომ ამ ვითარებაში აქტივობა იქნება დაბალი და “ოცნება” ისევ მოახერხებს (!) დაიწეროს იმდენი, რამდენიც სურს. გვითხრა უკვე კობახიძემ, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ყველგან მოიგებენ. ვთქვათ და მაღალი აქტივობა იქნა, განსაკუთრებით რეგიონებში ვინ დაიცავს ხმებს და როგორ ფიქრობთ, საკუთარ ჩათლახობას მოიშლის ტიპი, ვინც კარტოფილზე და ხახვზე – თუნდაც 100 ლარად ყიდის ხმას?
იმედია, დღეს არავის სჯერა ფრაზის – “ვერ გააყალბებენ”. ცესკოს უკვე დაწყებული აქვს ეს პროცესი, ხოლო ურჩების კისრის მოსადრეკად კი ვხედავთ რა საკანონმდებლო ცვლილებებთან გვაქვს საქმე.
მოკლედ, მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები და სულაც არ ვაპირებ, მომავალი არჩევნები საქართველოს დაკრძალვის ცერემონიალად ვაქციო, პირადად ჩემთვის. ვისაც გსურთ ამ პროცესიაში მონაწილეობის მიღება თან გაპრანჭულებს და ბრილიანტ-ოქროებით კაზმულებს – ჰა, მიიღეთ.
არ დაიწყება ახალი პროცესი? მაშინ საკუთარი ხელით გააფორმებთ ბიძინას მონობის ოთხწლიან პერიოდს.
რა თქმა უნდა, არის სხვა სცენარიც, მაგრამ მაგის ერთი ადგილის მქონე ადამიანებს ჯერ ვერ ვხედავ…“

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved