• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ტენდენციებს მოიტანს 14-29 ოქტომბრის „დაბნელებების დერეფანი“ – რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
13:44 10-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
682
ასტროლოგი, რამაზ გიგაური:
რა ტენდენციებს მოიტანს 14-29 ოქტომბრის „დაბნელებების დერეფანი“
ეს დაიწყება მზის დაბნელებით 14 ოქტომბერს (სასწორის 21-ე გრადუსი) და დასრულდება მთვარის დაბნელებით 29 ოქტომბერს (მორიელის მე-6 გრადუსი).
პირველის „სიტყვა-გასაღები: „მე და შენ“ (კავშირი ან მტრობა)
მეორის სიტყვა გასაღებია: „ჩემი და შენი“ (გაერთიანება ან გაყოფა).
განსაკუთრებით რთულია მეორე, მთვარის დაბნელება, 29 ოქტომბერს, რადგან ამ დროს მზესთან შეერთებაშია ძლიერი მარსი (მორიელში), რაც მიანიშნებს აგრესიაზე, ბრძოლასა და ხიფათზე.
თუმცა როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მარსი 12 ოქტომბერს შევა მორიელში და 24 ნოემბრამდე დარჩება. ამ დროს მარსის გამოვლენა არის ძალიან აქტიური და ინტენსიური (როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე).
როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში არის სასტიკი მოქმედებების პერიოდი.
8 ოქტომბრის პროგნოზშიც დავწერე (ჩემს მეორე გვერდზე) ისრაელის შესახებ, რომ თუ 15 ოქტომბრის ჩათვლით აქტიური საომარი მოქმედებები გაჩერდა, მაშინ მოვლენები სწრაფად ჩაწყნარდება (თუმცა რასაც, ანუ პროგნოზის დაწერიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ ვუყურებ, ამის შანსი მცირეა, სამწუხაროდ). მეორე, ნეგატიური სცენარი მიანიშნებს, რომ სხვადასხვა გამოვლენებით შესაძლოა ეს საომარი მოქმედებები საშუალოდ ერთ წელიც კი გაგრძელდეს.
>> ინდივიდუალურ დონეზე (ზოდიაქოს ნიშნების კუთხით):
„დაბნელებების დერეფანი“ აქტიური პირველ რიგში იქნება:
* სასწორებისთვის და მორიელებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სასწორის მესამე და მორიელის პირველ დეკადაში არიან დაბადებულები (სადღაც 14 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე).
* ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი (ანუ 1 გრადუსიანი გადაცდომით), რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს პირად ჰოროსკოპში 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე განთავსებული აქვთ არა მაინდამაინც მზე, არამედ ასცენდენტი, რომელიმე პლანეტა, შავი მთვარე და ა. შ.
ასევე ყურადღებას ითხოვს ვერძი და კუროს ნიშნები. რატომ? იმიტომ, რომ ეს დაბნელებები ხდება სასწორში და მორიელში და „სარკული ანარეკლით“ (ოპოზიციური ასპექტი) გავლენა აქვს სწორედ ვერძსა და კუროზეც.
>> მარსის მორიელში ყოფნა (12.10 – 24.11) აქტიური და ინტენსიური იქნება თვითონ მორიელებისთვის, როდესაც მარსი მათ ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეურთდება, ეს იქნება აქტიური, წარმატებული ან სახიფათო დღეები (გააჩნია, კონკრეტული მორიელის ჰოროსკოპში რამდენად ჰარმონიულად არის მზე განთავსებული).
მარსის ეს ინგრესია ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც მარსი აქვთ მორიელში, მათთვის ორწლიანი პერიოდის შეჯამება იქნება. ამ 43-44 დღიან მონაკვეთში ისინი მიიღებენ შედეგებს. რას კონკრეტულად? რაც „დათესეს“ და რასაც „მოუარეს“ ამ ორ წელში.
> დანარჩენ ნიშნებთან შედარებით ნეიტრალურია. გარდა იმ შემთხვევისა, ვისაც როგორც უკვე აღვნიშნე, პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი.
გამარჯვება ისრაელს და უკრაინას!
მშვიდობა ყველას და განსაკუთრებით ისრაელში და უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს!
გამხნევებთ ყველას და გიგზავნით სიყვარულს!
თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Roamingo-ს შეთავაზებებით სარგებლობა უკვე თიბისის ნებისმიერი ბარათით არის შესაძლებელი
ახალი ამბები

Roamingo-ს შეთავაზებებით სარგებლობა უკვე თიბისის ნებისმიერი ბარათით არის შესაძლებელი

15:52 10-30-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved