• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სცენარები შეიძლება განვითარდეს ირანში და რომელი იქნება ნაკლებად სისხლიანი? – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:44 03-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
606
ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
როგორც ჩანს, თუკი ირანში საქმე რეჟიმის ცვლილებამდე არ მივიდა, ქვეყანაში ალბათ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. კარგად მესმის, რომ ყოველთვის კამათის საგანი იქნება ერთი სახელმწიფოს მიერ რომელიმე სხვა სახელმწიფოში სამხედრო ძალის გამოყენებით ქვეყნის ლიდერის მოკვლა და რეჟიმის შეცვლა. ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ამით აღფრთოვანებული ვერ იქნება. ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ როგორ კრიტიკულადაც არ უნდა იყოს ადამიანი განწყობილი აშშ-ს მიერ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ძალის ერთპიროვნულად გამოყენების ფაქტების მიმართ, ფაქტია, რომ ძალისმიერი მეთოდების გარდა კაცობიობამ ჯერ ვერ შექმნა მექანიზმები, რომელიც შანს გაუჩენს ერებს შეცვალონ ისეთი ტირანიული მმართველობა, როგორიც არის აითოლების რეჟიმი ირანში, რომლის ხელებზეც ასობით ათასი, თუ მილიონობით არა საკუთარი მოქალაქის სისხლია.
სამწუხაროდ რელიგიური ფანატიკოსები ბევრად საშიშები არიან, ვიდრე მადუროსნაირი მემარცხენე აფერისტები, ხალხს რომ აბოლებდა მიტინგზე, ბეჭზე რომ ჩიტი მაზის, ყოფილი პრეზიდენტი ჩავესის სულიაო! ფანატიკოსებმა ირანში დიდი უბედურება შეიძლება დაატრიალონ. თან, 50 წლიანმა განუწყვეტლივმა პროპაგანდამ რამდენიმე თაობა მოწამლა ფანატიზმის ბაცილით?
ირანის მოსახლეობა 90 მილიონს აჭარბებს, თუკი დავუშვებთ, რომ ირანში თუნდაც მხოლოდ 5 % -მდეა აითოლების ფანატიკური მომხრე, მაინც 4 მილიონამდე კაცი გამოდის, რომელთაც თუკი აითოლები და ირანის რევოლუციების გუშაგები იარაღს მისცემენ, მათ ქვეყანაში დიდი სისხლი შეიძლება დაღვარონ. იქვეა, მრავალრიცხოვანი ე.წ. სახალხი მილიცია, „ბასინჯა“, რომელიც აქამდე აითოლებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. ისინი სასტიკად არბევდნენ მომიტინგეებს და არც მათ აქვთ უკან დასახევი. ამიტომ, ძალიან სახიფათო სიტუაციაა.
ასეთ დროს, თეორიულად, თითქოს ყველაზე ყველაზე ნაკლებ სისხლიანი გამოსავალია, თუკი ისევ რეჟიმის შიგნით გაჩნდება ძალა, რომელიც დაუშვებს ლეგალურ ოპოზიციას, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად უზრუნველყოფს პირველადი დემოკრატიული რეფორმების გატარებას და არჩევნების გზით მმართველობის დემოკრატიული სისტემაზე გადასვლას. ყველაზე უკეთესი იქნება, თუკი თავად ირანელი აითოლები გამოვლენ ამ ინიციატივით, რომ ისინი უარს აცხადებენ საერო მმართველობაში მონაწილეობისგან და მზად არიან ძალაუფლება ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას გადააბარონ. ოღონდ, ისიც საკითხავია, ათასობით ახალგაზრდის დახოცვის შემდეგ ირანის საზოგადოება როგორ მიიღებს, თუ დათანხმდება, აითოლების რეჟიმის ნაწილის, ანუ ხალხის მასობრივად დახოცვის დანაშაულის თანამონაწილეებისთვის დემოკრატიულ გარდაქმნების გატარების მინდობას.
სიმართლე რომ ვთქვა, დღეს ეს ძნელად წარმომიდგენია.
რთულად მისახვედრი არ არის თუ მილიონობით ირანელის გულებში რეჟიმის წარმომადგენელთა მიმართ რა გულისწყრომა და შურისძიების სურვილი ტრიალებს . სადამდე უნდა მიიყვანო ხალხი, რომ ადამიანები სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხრიდან საკუთარი ქალაქების დაბომბვას (კი ბატონო, სამხედრო და ადმინისტრაციული ობიექტების, მაგრამ მაინც) მასობრივი სიხარულით და ზეიმით შეხვდნენ?
ქვეყანაში ლეგალური ოპოზიცია ვერ ფუნქციონირებს. ოპოზიცია ძირითადათ ემიგრაციაშია და მას ერთიანი ლიდერი არ ჰყავს. ბოლო დროს იკვეთება ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზე ფეჰლევის ფიგურა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ საკითხზე ირანის ოპოზიციაში და საზოგადოებაში კონსენსუსი არ არსებობს.
ზოგადად, როგორც ასეთ ვითარებაში ხშირად ხდება, ირანის ოპოზიცია ჭრელი და დაქსაქსულია, დაწყებული მემაცხენე კომუნისტებიდან, დამთავრებული მონარქისტებით. ირანის ემოგრაციის ერთ ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი დაჯგუფებაა მემარცხენე-ისლამისტური People’s Mojahedin Organization of Iran (MEK) და მასთან ასოცირებული National Council of Resistance of Iran (NCRI), რომელიც თავს “წინააღმდეგობის პარლამენტად” მიიჩნევს. მასში შედიან სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და აქტივისტები. მრავალი წელია ამ ორგანიზაციის ლიდერია საფრანგეთში მცხოვრები მარიამ რაჯავი (რაჯევი), რომელიც ძალიან აქტიურ საქმიაობას ეწევა და ოპოზიციაში დიდი გავლენით სარგებლობს. მომხრეები მას მიიჩნევენ ირანის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად.
MEK ჯერ კიდევ 1965 წელსაა შექმნილი და ამ ორგანიზაციიის წარმომადგნლები ირანის ისლამურ რევოლუციაშიც აქტიურად მონაწილოებდნენ. შემდეგ ისინი წავიდნენ აითოლების რეჟიმის ოპოზიციაში. სხვათა შორის, აშშ-ს და ევროკავშირს 15-20 წლის წინ MEK ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავდათ შეყვანილი. მარიამ რაჯევიმ ბევრი გააკეთა ამ მდგომარეობის შესაცვლელად. დღეს MEK-ს ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოხსნილი აქვს და ეს პრობლემა აღარ არის. MEK-ის და NCRI-ის პროგრამაა დემოკრატიული, სეკულარული, არაბირთვული ირანის რესპუბლიკა, გენდერულ თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვით. ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან ირანში მონარქიის აღდგენასა და ოპოზიციის ლიდერად შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის წარმოჩენას.
რაჯევი მხარს უჭერს კიდევ ერთ ირანელ ქალ პოლიტიკოსს, რეჟიმის სინდისის პატიმარს, ნობელის პრემიის ლაურეატს, ნარგეს მოჰამადს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ირანის ოპოზიციაში, განსაკუთრებით ქალთა უფლებების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო წინააღმდეგობის კონტექსტში. იგი რვა წელია პატიმრობაშია (განსაკუთრებული რეჟიმის ევინის ციხეში). მიუხედავად ამისა, აქტიურად მოქმედებს: ნარგეს მოჰამედი მოძრაობის, „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება” და ზოგადად, ირანის შიგნით წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოა. ამავე დროს ნარგეზ მოჰამედი დაპირისპირებულია მონარქისტულ ემიგრაციასთან და რეზა ფეჰლევის მომხრეებთან, რომლის მრჩევლები და მხარდამჭერები აგრესიულ ტაქტიკას იყენებენ სხვა დისიდენტების წინააღმდეგ. ამ დაპირისპირების გამოც 2023 წელს ოპოზიციური კოალიცია დაიშალა.
ირანში კიდევ ერთი სერიოზული ძალაა ქურთები. Kurdistan Democratic Party of Iran (KDPI) და ქურთების სხვა პარტიები. ისინი აქტიურები არიან საზღვარგარეთაც (მაგალითად ერაყში) და ირანშიც. ქურთები ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, რომელსაც იარაღი გააჩნიათ. იანვარ თებერვალში ქურთებმა დასავლეთ ირანში, ირანის ქურთისტანის ქალაქებში მეჰაბადში, სენანდეჯში ქერმანშაჰში ცეცხლსასრული იარაღის გამოყენებით სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიეს ირანის ოფიციალურ შეიარაღებულ ფორმირებებს, განსაკუთრებით ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს (IRGC). 2026 წლის თებერვალში ქურთების ორგანიზაციები გაერთიანდნენ “Coalition of Political Forces of Iranian Kurdistan”-ში, რათა უფრო ეფექტურად ებრძოლათ რეჟიმს. კოალიციამ შექმნა ერთიანი სამხედრო სარდლობა და დიპლომატიური კომიტეტი. ირანელი ქურთებიც საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი რეზე ფეჰლევის მიმართ. მიიჩნევენ რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა ისევ ცენტრალიზებული მმართველობის შენარჩუნებას მოიტანს და არ გააუმჯობესებს ქურთების მდგომარეობას. ზოგადად აითოლების რეჟიმის ერთ-ერთი პროპაგანდისტული მიმართულებაა, რომ ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება ქურთული სეპარატიზმის გაძლიერებას და ქვეყნის დაშლას გამოიწვევს.
ასე რომ, ირანის წინააღმდეგობის მოძრაობაში ფეჰლევის პოზიცია არ არის ურყევი. ბოლო დრომდე მას არ ჰქონდა ძლიერი კავშირები ირანში ადგილობრივ აქტივისტებთან ან რეფორმისტებთან და მისი მხარდაჭერა უფრო დიასპორაში იყო მაღალი. თუმცა, 2026 წლის თებერვალში მიუნხენში რეჟიმის წინააღმდეგ ფეჰლევიმ 250,000 ადამიანი შეკრიბა, რაც მისი გავლენის ზრდაზე მიუთითებს. ბევრი აღნიშნავს, რომ აითოლებმა მოახერხეს და მათი ორმოცდაათწლიანი მართვის შემდეგ ირანის საშუალო ფენაში გაჩნდა გარკევული ნოსტალგია პრერევოლუციური ირანის მიმართ, მიუხედავად შაჰის რეჟიმის და მისი საიდუმლო სამსახურის, „საბაჰის“ მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაულებებისა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეჰლევიმ 2025 წელს შექმნა პლატფორმა, სადაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციისთვის, 50 000-ზე მეტი ირანელი ოფიცერი და ჩინოვნიკი დარეგისტრირდა. ასევე, ლიბერალური და ნაციონალისტური პარტიების კოალიციამ იგი გარდამავალი მთავრობის ლიდერად აირჩია. 2022 წელს ნიდერლანდებში დაფუძნებული დამოუკიდებელი, არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია GAMAAN ონლაინ გამოკითხვაში (158,000 რესპონდენტი ირანში) მან 32.8% მიიღო გარდამავალ საბჭოში კანდიდატებს შორის. ბოლო გამოკითხვებში მას ირანელთა დაახლოებით 1/3-ი უჭერს მხარს, თუმცა, ამის ზუსტად გაზომვა ირანში არსებული რეჟიმის გამო რთულია. ფაქტია, რომ 2026 წლის იანვარში ფეჰლევის მოწოდებაზე მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე (NCRI და ფეჰლევი) ეწინააღმდეგება ირანის არსებულ რეჟიმს, ისინი კონკურენტები არიან ოპოზიციის ლიდერობაში. NCRI მხარს უჭერს გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევნების ჩარებას და რესპუბლიკური წყობის დამყარებას, ხოლო ფეჰლევის მხარდამჭერები ხშირად მონარქიის აღდგენას უჭერენ მხარს. ასეთ პირობებში კი ოპოზიციური შეთანხმების მიღევა საკმაოდ რთულია.
ერთი სიტყვით, არაფერია გარკვეული. დანამდვილებით რასაც ვფიქრობ, არის ის რომ ირანელი ხალხის ტრაგედია იქნება, თუკი ამ ომიდან აითოლების რეჟიმი მხოლოდ უბირთვო სტატუსზე დათანხმებით გამოძვრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved