• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სთხოვეს და რა არ სთხოვეს ჯარს? – “ასეთი დავალება ამ ეტაპისათვის არ არის” – თავდაცვის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
16:54 02-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
667

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა და არამხოლოდ, იკითხეს, რატომ ვერ წმენდს თავდაცვის ძალები სოფლებამდე მისასვლელ გზებს, თავდაცვის სამინისტრო მინისტრის განცხადებას ავრცელებს. განცხადება ბუნდოვანია, მინისტრი ამბობს, რომ ასეულობით სამხედროა მობილიზებული, ასეულობით, შეიძლება იყოს 200 სამხედროც და შეიძლება იყოს 900 სამხედროც. მინისტრი ამბობს, რომ სხვა საჭიროების შემთხვევაში, თუ დავალებას მიიღებენ, ჩაერთვებიან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფლები ისევ მოწყვეტილია გარესამყაროს, რა საჭიროება უნდა შეიქმნას კიდევ დამატებით, უცნობია.

იგი ამბობს, რომ დღეს მისი, თავდაცვის ამოცანაა მივიდეს თითოეულ დასახლებულ პუნტქში, თუმცა, თავდაცვის ძალების ჩართვიდან, უკვე ლამის 24 საათი გადის და არ არიან თითოეულ პუნტქში შესულები, მინისტრი არ ამბობს, თუ ეს ამოცანა შეუსრულებელია, რატომ არ იყენებს მეტ ტექნიკას და მეტ ფიზიკურ ძალას, ისევე როგორც არ ამბობს, ამ ამოცანის შესასრულებლად, რა დრო აქვს განსაზღვრული, იქნებ აქვს ინფორმაცია, რომ სახლები გაუძლებენ თოვლს, ან თოვლში ჩარჩენილ ადამიანებს აქვთ საკვები, წყალი, გათბობა, მედიკამენტები და არაა მათთან მისვლა სასწრაფო?

რჩება, თუ არა, შთაბეჭდილება, რომ მინისტრი თავს იმართლებს და ე,წ, საკოორდინაციო შტაბისკენ, ან კობახიძისკენ იშვერს ხელს, რომ ისინი არ რთავენ ნებას, მეტი ტექნიკა, ან მეტი ჯარისკაცი გამოიყვანოს, ეს მკითხველმა განსაჯოს მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე.

„რამდენიმე ასეული სამხედროა მობილიზებული. სხვა საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად ჩავერთვებით. თუმცა, ასეთი დავალება ამ ეტაპისათვის არ არის.

დღეს ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ შსს-ს და სხვა მუნიციპალურ სამსახურებს, რათა შესაძლებელი გახდეს, მივიდეთ თითოეულ დასახლებულ პუნქტში და კონკრეტული ოჯახებს დახმარება გავუწიოთ. ამ ეტაპზე არსებული ამოცანების მიხედვით, ჩვენ მიერ მობილიზებული ძალები სრულიად საკმარისია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების მობილიზებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდთოვლობის გამო წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციაში თავდაცვის ჩართულობასთან დაკავშირებით.

რა ტექნიკით უნდა შესულიყო თავდაცვის ძალები გურიაში? – რას ეუბნება გიორგი თავდგირიძე “ალიას”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved