• რეკლამა
  • კონტაქტი
13:52, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სთხოვა ეფრემ მეორემ წმინდა ნიკოლოზს და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება?

ალია ავტორი - ალია
15:22 05-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე, მშობელი, მოწყალე მამა, ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა“, – ამის შესახებ სრულიად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქმა მრევლი დალოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზია მოწყალეა ყველას მიმართ.

„მე მახსენდება მონაყოლი უწმინდესისა დ უნეტარესი ეფრემისა, წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა განსაკუთრებით. ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ხატია წმინდა ნიკოლოზისა, მივიდა მიტროპილიტი ეფრემი და ეუბნება ხატს, შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე ვარ მიტროპოლიტი, გეხვეწები სთხოვე პატრიარქს, მოწყალება გაიღოს ჩემ მიმართო. სულ შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ეფრემ მეორე.

საოცარი მოწყალეა წმინდა ნიკოლოზი. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მინდა, გავიხსენო ჩემი შემთხვევა, აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს, მითხრა, მიჭირსო და დამეხმარეო, მე ვუთხარი, რომ ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა, სთხოვე მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება.

იმ დღეებში ვხედავ სიზმარს წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე. მე მიხარია, მე ვეუბნები, ხარიტონი მეთქი? მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო.

უწმინდესმა, ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მღვდელ-მონაზვნად, თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი, მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს, მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან, იმის შემდეგ სულ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს. გარდაიცვალა დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში.

როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“

ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved