• რეკლამა
  • კონტაქტი
16:53, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სქემით არიგებს ფულს ოლიგარქი? – მედია

ალია ავტორი - ალია
22:12 12-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
503

ბიძინა ივანიშვილის სიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოქმედი მოადგილე, იური ნოზაძე “შაბათის ეთერს” უდასტურებს ინფორმაციას, რომ კომპანია “ახალი სერვისი”, რომელსაც ოლიგარქი ფლობს, ივანიშვილის სახელით იმ ხალხისთვის ფულადი ჯილდოების დასარიგებლად გამოიყენება, ვისაც ოლიგარქი სწყალობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ერთადერთი საჯარო მოხელეა, რომელმაც დეკლარაციაში ასახა, რომ მისი ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან საჩუქრად ფულს ყოველთვიურად იღებს. იგი ამტკიცებს, რომ მისი ოჯახი, ოლიგარქის ხელფასების სიაში მეუღლის გამო მოხვდა.

იური ნოზაძის ცოლი, ლენა მამაცაშვილი უჩა მამაცაშვილის და და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. უჩა მამაცაშვილი ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მის დას კი ივანიშვილისგან 1400 ლარიანი ხელფასი აქვს დანიშნული. 

კომპანია ახალი “სერვისი”, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლამდე ერთ წლით ადრე 2010 წლის 19 აგვისტოს დააფუძნა.  კომპანია დღემდე მოქმედია და მისი საშუალებით თანხა ამ დრომდე რიგდება. ამ კომპანიის მფლობელი ოფშორში ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმა “რინგოლდ ფინანს ლიმიტედია”. ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კი ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.

მედიის ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ კომპანია ახალი სერვისიდან, რომელსაც ოფშორული მფლობელი ჰყავს ფულს ბევრი იღებს, ანუ აქ გაფორმებული ხალხს ოლიგარქის ხელფასები ენიშნებათ. არიან თუ  არა მათ შორის “ოცნების” ლიდერები,  მინისტრები და მათი მოადგილეები? – ამ კითხვას იური ნოზაძე არ პასუხობს.

ქართული ოცნების ყოფილი წევრები ადასტურებენ, რომ ივანიშვილი მისი გუნდი წევრებს, თანამდებობის  პირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასის გარდა,  მის პირად ხელფასს აძლევდა.  თანხა თვეში 5- დან  20 ათას დოლარამდე მერყეობდა. რაც უფრო მაღალი იყო თანამდებობა, მეტი იყო ფულიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved