• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სკანდალურ ფაქტებს შეესწრნენ თამბაქოს კონტროლის თანამშრომლები? – ბავშვებს არ ჭირდებათ თამბაქოს ნაწარმი

ალია ავტორი - ალია
16:55 11-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
smoking and education

smoking and education

Facebook-ზე გაზიარება
156

საკანონმდებლო რეგულაციებით, მოზარდზე თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის ნებისმიერი ფორმით, საცალოდ, ან ღერებით მიყიდვა იკრძალება. მიუხედავად ამისა,  მოზარდები არამხოლოდ თამბაქოს კლასიკურ პროდუქტს, სიგარეტს, ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოსაც მოიხმარნენ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მოზარდებისთვის თამბაქოს ნაწარმს (უფრო ელექტრონულ სიგარეტს) მშობლები ყიდულობენ, რასაც თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორები, ქსელურ მაღაზიებში, სხვადასხვა ადგილზე შეესწრნენ. მამა, დაახლოებით 13-14 წლის ქალიშვილს უთანხმებდა ელექტრონული სიგარეტისთვის რომელი არომატი ეყიდა. დასანანია, რომ მსგავს ფაქტზე შენიშვნის მიცემისას მშობლები მწვავედ რეაგირებენ, ჩემი შვილია და მე უკეთ ვიცი, რა ჭირდებაო?! ბავშვებს არ ჭირდებათ თამბაქოს ნაწარმი, რომელიც ყველა შემთხვევაში დამოკიდებულებას და მთელ რიგ, სხვა, გართულებებს იწვევს. ამიტომაც აიკრძალა კერძო ავტომობილში მოწევა, თუ მისი საშუალებთ მოზარდი გადაადგილდება. არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა კერძო მძღოლი ზედმიწევნით გაკონტროლდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კანონის მეშვეობით, საზოგადოების ცნობიერებაში თანდათან გაჯდება, რომ ავტომობილის სალონში, სადაც ბავშვი ზის, თამბაქოს პროდუქტი არ უნდა გამოიყენებოდეს. ალბათ გონს მოვლენ ის მშობლებიც, რომლებსაც შვილისთვის თამბაქოს პროდუქტის შეძენა ჰუმანური საქციელი ჰგონიათ, მაგრამ შესაძლოა, გვიან იყოს. მით უფრო, რომ ერთი მწეველი მოზარდი, ცდილობს თანატოლებიც დაარწმუნოს, მოწევა კარგი ტონი, ან სასარგებლო ქცევაა. რამდენიმე სკოლიდან შეგვატყობინეს, რომ მოზარდებმა კლასშიც კი ამოიღეს ელექტრონული სიგარეტი, გააბოლეს და კლასელებსაც შესთავაზეს.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად არასაკმარისია მანდატურის სამსახურის, პედაგოგების, ან დირექტორის ძალისხმევა, თუ ისინი მოზარდებთან და მათ მშობლებთან სამუშაო ინფორმაციასა და საკომუნიკაციო მეთოდებს არ ფლობენ.  პირად საუბრებში არც მალავენ, რომ მწეველი მოსწავლეების მწეველ მშობლებთან გამკლავება უჭირთ. გამოსავალია სკოლაში მუდმივი საკომუნიკაციო პროგრამის ამოქმედება, რითაც შესაძლებელი გახდება, პედაგოგების და სკოლის ექიმების გადამზადება, რის შემდეგაც, მოზარდებს აუხსნიან თამბაქოს რომელი პროდუქტი რა სავალალო შედეგს იძლევა და რა პრობლემებს ქმნის. სამწუხაროდ, მონიტორინგის სამსახურს არ აქვს უფლება სკოლებში შევიდეს და სამიზნე სეგმენტთან იმუშავოს. საჭიროა ნებართვები განათლების სამინისტროდან, რაც შესაძლოა, თვეობით გაიწელოს. სამინისტროს ნებართვის გარეშე კი სკოლა დახურული სისტემაა, სადაც შეუძლებელია თამბაქოს ინდუსტრიის საცეცებს ვებრძოლოთ. არადა, როდესაც საქმე მოზრდის ჯანმრთელობას ეხება, დრო არ იცდის.

სექტემბერში, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში ჩატარებულმა ყოველთვიურმა მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ სხვადასხვა რეგულაციის დარღვევის მსგავსად, მცირე პროცენტით, მაგრამ კვლავაც აქტუალურია სიგარეტის ღერებით გაყიდვის ფაქტები, მყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში, მოზარდები არიან. ვიმედოვნებთ, შსს-ს საპატრულო პოლიციის და შემოსავლების სამსახურის მეტი ძალისხმევის შედეგად, ეს პრობლემა სრულად აღმოიფხვრება და თვიური მონიტორინგის ანგარიშში ქუჩაში თამბაქოს ნაწარმის არათუ ღერებით რეალიზაციის ფაქტი არ დადასტურდება, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის რეგულაცია 100%-ით აღსრულდება.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თეგები: თამბაქოს კონტროლის ალიანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved