• რეკლამა
  • კონტაქტი
04:03, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა სისულელეს ლაპარაკობ მიშა! რას უქნევთ თავს… რა “საპატიო?” – რას წერს გოგი გვახარია

ალია ავტორი - ალია
13:32 06-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,373

 კინომცოდნე გოგი გვახარია:

“ეს ისტორია 2 დღის წინ სტუდენტებს ვუამბე (ლექციაზე არა! დაწყნარდით, არაფორმალური შეხვედრა გვქონდა). “ვარდების რევოლუციაზე” მკითხეს რაღაც
მოკლედ, რევოლუცია ახლად დასრულებულია და მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი ძალიან მაღალი. უკვე პრეზიდენტია თუ არ ვცდები. შეხვედრა მოაწყო ენჯეოებთან. მე მაშინ “სოროსის ფონდის” აღმასრულებელი საბჭოს წევრი ვიყავი და მომიწია კანცელარიაში მისვლა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა შევხვდი ხელისუფლების უმაღლეს პირს.
ილაპარაკა ამაზე, იმაზე და მიადგა უნივერსიტეტის თემას. როინ მეტრეველი ახსენა.
“მე ვფიქრობ საპატიო რექტორის თანამდებობის შემოღებას მისთვის. აქ რადიკალიზმი არ ივარგებს. რას იტყვით?”
რექტორის შეცვლის იდეა ყველამ მოუწონა. მაგრამ მოულოდნელად ჩვენი ენჯეოერთიანობა Tea Tutberidze -მ დაარღვია.
თეას ვიცნობდი. “ფსიქოშიც” ყოფილა და ყოველთვის მომწონდა მისი რადიკალიზმი, სიხისტე. საერთოდ, რამდენადაც კაცებში სირბილეს და მორცხვობას ვაფასებ, იმდენად მიყვარს პირდაპირი და “სწორხაზოვანი” ქალები. აქ, საჯაროდ ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც გაბრაზებულმა თეამ გამოიყენა მეტრეველის დასახასიათებლად. მაგრამ შინაარსი ასეთი იყო: “რა სისულელეს ლაპარაკობ მიშა! ან თქვენ რას უქნევთ თავს… რა “საპატიო”? იმის მაგივრად რომ საქმე აღძრათ, გაარკვიოთ რეალურად რა ხდება უნივერსიტეტში, საპატიო პენსიაზე უშვებთ?”
ამ შეხვედრაზე ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო მეტრეველის თემა. ისიც კი, რომ ამხელა რეიტინგის ახალი ხელისუფლება მაინც ვერ ბედავდა კომუნისტური წარსულის სრულ უარყოფას, რადგან ძველ ჩინოვნიკებთან ზოგს ნათესაური კავშირები ჰქონდა (დედა, მამა, ბებია-ბაბუა), ზოგსაც სჯეროდა, რომ ეს ადამიანები შეიძლება კორუმპირებულები არიან და ქრთამებს იღებდნენ, მაგრამ მაინც ჩვენი კულტურის ნაწილები არიან და არ ღირს მათი გადაკიდება. ქურდების და ნარკომანების “ჩარეცხვა” უფრო ადვილია, უპატრონოს შეიძლება მოერიო, მაგრამ ავტორიტეტი და ოჯახის წევრის კოლეგა, მეგობარი, ხელშეუხებელია.
მოკლედ, პატარა ქვეყანა ვართ და ყველა ერთმანეთის მეგობარი-ნათესავია, ამიტომ ნეპოტიზმთან ბრძოლა დიდი წარმატებით აქ არასდროს დასრულებულა. რაც, ვიმეორებ, არ მიკვირს.
მე ამ შეხვედრას თეას გამო ვერ ვივიწყებ. ერთადერთი იყო, ვინც გაბედა და ხელისუფლების პირველ პირს სიმართლე უთხრა. სხვებიც ფიქრობდნენ ამას, მაგრამ ვერ ბედავდნენ. პირიქით ჩვენ მაშინ გაკვირვებული თვალებით ვუყურებდით თეა თუთბერიძის მორიგ “დემარშს”
ისიც ლოგიკურია რომ ეს ქალი დღეს საქართველოში არ ცხოვრობს.
სტუდენტებს იმიტომ ვუამბე, რომ იცოდნენ როგორი შეშინებული, გადაუწყვეტელი თაობა ასწავლით და რომ არ ვართ ღირსი გავხდეთ მათთვის ავტორიტეტები. და არცაა საჭირო. იცხოვრონ თავიანთი სინდისის მიხედვით.”
თეგები: გოგი გვახარიათეა თუთბერიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved