• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სიმპტომებს უნდა დააკვირდეთ, თუ ბავშვს “Nestlé”–თი კვებავდით? – ტოქსინები საბავშვო კვებაში

ალია ავტორი - ალია
18:39 01-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

საშიში ტოქსინებით სავსე ბავშვთა საკვები – მედიკოსების განმარტებით, თუ “Nestlé საქართველოს” კონკრეტული პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვებს პირღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და სისუსტე აწუხებთ უპირველესყოვლისა ექიმების რეკომენდაციაა, რომ შეწყდეს ბავშვის გამოკვება NAN-ის სახელით ცნობილი ხსნადი რძის ნარევებით.

  • ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ, 8 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოში “Nestlé საქართველოს” მიერ წარმოებული ბავშვთა კვების გარკვეული პარტიების ბაზრიდან ამოღება მიმდინარეობს.
  • გადაწყვეტილება „ნესტლე ჯგუფმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში – მცენარეულ ზეთში (ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ ცერეულიდის შესაძლო რისკი გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადების შემდეგ მშობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ აღნიშნული საკვების მიღების შემდეგ მათ შვილებს მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა აღენიშნებოდათ.

ექიმი, ივანე ჩხაიძე, ტვ პირველთან ამბობს:

“ის სიმპტომები უნდა ვიცოდეთ, რაც შეიძლება პოტენციურად დაკავშირებული იყოს ამ პროდუქტის მიღებასთან. ეს ჩამონათვალი არც თუ ისე დიდია, შემოიფარგლება მხოლოდ ღებინებით, ნაწლავთა მოქმედების გახშირებით, მუცლის ტკივილით. შესაბამისად თუ არსებობს ესეთი ფაქტი, რომ Nestle-ს ამ პროდუქტის მიღებიდან ნახევარი საათის, მაქსიმუმ 6 საათის შემდეგ ბავშვს დაეწყო ღებინება და რაც მთავარია ამ ღებინებას განმეორებითი ხასიათი აქვს, რა თქმა უნდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული უშუალოდ რძესთან. 

ის რაც უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენ აძლევდით აქამდე ამ პროდუქტს უმჯობესია ახლა თავი შევიკავოთ მისი მიცემისგან,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე ზედამხედველობა ხორციელდება NAN 1 OPTIPRO და NAN 2 OPTIPRO-ს კონკრეტული პარტიების გამოთხოვის პროცესზე (800 გ, 400 გ და 1050 გ შეფუთვები), რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ჯერ ისევ არ არის ამოღებული გაყიდვიდან სრულად.

თეგები: Nestlé საქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved