თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მირეკავენ. უცხო ზარია. არ ვპასუხობ. ცოტა ხანში მომდის სმს:“იაგო, გამარჯობა, რუსთავი 2-დან გიკავშირდებით, დებატებზე გვინდა თქვენი მოწვევა. რომ მოიცლით შემეხმიანეთ და გადმოვრეკავ. მადლობა”
საპასუხო სმს ჩემგან: “სალამი. რას ეხება დებატები?”რუსთავი 2: “კიდევ ერთხელ გამარჯობა თემა: სჭირდება თუ არა ქვეყანას ევროინტეგრაცია?” დადასტურებული სტუმრები არიან: ირაკლი კირცხალია, ვატო შაქარაშვილი, გოგა ხაინდრავა, ნოდარ კაპანაძე, ეკა სეფაშვილი.”მე: “ეს ხალხი ამბობს, რომ ქვეყანას არ სჭირდება ევროინტეგრაცია? ამაზე აწყობთ დებატებს?”რუსთავი 2: “ყველას თავისი აზრი აქვს. ამ შემთხვევაში თქვენი აზრი გვაინტერესებს ”.მე: “ამ თემაზე დებატებია თავად მავნებლობა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ანტიკონსტიტუციურია.”რუსთავი 2: “გასაგებია. მადლობა”.* * *დებატების საგანსაც ხომ გააჩნია, მართლა?ძალიან სიმპტომატურია ეს მიმოწერა: არასოდეს, პოსტსაბჭოთა საქართველოში, საჯარო რევიზიის ქვეშ არ დამდგარა ევროინტეგრაციის სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამის უარყოფა მიიჩნეოდა ნებისმიერი ვინმეს მარგინალიზაციის უტყუარ საფუძვლად.ევროინტეგრაციის მიმართ ნიჰილიზმის ეს ახალი ათვლის წერტილი ამ ხელისუფლებამ გააჩინა – თანაც ისე, რომ მარგინალიზაციის არ ეშინია.ჰოდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეეშენდეს!”














კომენტარები