• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში დაისჯება აბორტის გაკეთება პატიმრობით – ცვლილებები

ალია ავტორი - ალია
13:23 10-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,404

თანხმობის გარეშე აბორტი დანაშაულად ცხადდება. შესაბამისი ცვლილება “სისხლის სამართლის კოდექსში” შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

პროექტის მიხედვით, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, თუ ჩადენილი იქნება: დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ;

ჯგუფურად; გენდერის ნიშნით; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; განსაკუთრებული სისასტიკით; არაერთგზის; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ანგარებით ან შეკვეთით; ხულიგნური ქვენა გრძნობით;

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების მიხედვით, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით – ათიდან თოთხმეტ წლამდე.

თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პროექტის მიხედვით, აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და უფრო მკაცრი სასჯელი იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, პროექტით, ორსულობის შეწყვეტის იძულება, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

პროექტით განისაზღვრება, რომ თუ იგივე ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved