• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეიცვლება, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ღიად დაბრუნდება? – რას უყვება „ალიას“ დავით ჭიჭინაძე?

ალია ავტორი - ალია
18:11 07-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,731

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. 

– ბატონო დათო, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, კარგი იქნება,  თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში და რა კითხვებიც მის წინაშე არსებობს, მათ თავად გასცემს პასუხსო. დარწმუნებული ვარ, ამას რიგითი ყაველაშვილი ივანიშვილთან შეუთანხმებლად ვერ  იტყოდა და ამაზე თითქმის ყველა ვთანხმდებით. რა ხდება, ნიადაგი მზადდება ივანიშვილის პოლიტიკაში დასაბრუნებლად თუ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე? და თუ მართლა დაბრუნდა, რა შეიცვლება?

– მე უფრო მგონია, რაღაც ხელოვნური მოლოდინის გაჩენასთან უფრო გვაქვს საქმე. „ქართულ ოცნებაშიც“ ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე პერიოდი მოდის, მათთვის მშვიდი შემოდგომა ნამდვილად არ იქნება და ფიქრობენ, რომ ამ მოსვლა-არ მოსვლით, ამ გაურკვეველი სიტუაციით, შექმნა მოლოდინი, რომ ადამიანებს რაღაც იმედი გაუჩნდეთ. თუმცა, ეს მოლოდინი ქვეყნის მძიმე  ეკონომიკურ  მდგომარეობაზე, ხალხის სიდუხჭირეზე დადებითად არ იმოქმედებს და ვერც სხვა პრობლემებს გადაჭრის.

– დავუშვათ და დაბრუნდა. მერე რა მოხდება?

– არც არაფერი. ქვეყანას და ხალხს არაფერი დაეტყობა სასიკეთო. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გარკვევით გვითხრა და დაგვემშვიდობა. გავიხსენოთ, მისი ცნობილი ინტერვიუს მთავარი ასპექტები. საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა, აქ ეკონომიკა ვერასდროს აყვავდება, ქვეყანას პერსპექტივა არ გააჩნია, აიღეთ ბილეთები, წადით და ლეგალურად იმუშავეთ უცხოეთშიო. გერმანიაში ლეგალურ დასაქმებასაც დაპირდა ხალხს და ამ მხრივ, ერთი სახელმწიფო პროექტიც განახორციელა კიდეც ჩვენმა ხელისუფლებამ გერმანიასთან ერთად. კვლავ ამ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევისა და ხალხის უცხოეთში გაქცევის პროექტით დაბრუნებას თუ აპირებს, არ ვიცი, ეს ისედაც ხდება ავტომატურად და სწრაფი ტემპით. არ არის დამბრუნებელი ივანიშვილი, რადგან არაფერს შეცვლის მისი დაბრუნება. რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მისი გეგმითა და კარნახით ხდება და რა მნიშვნელობა აქვს, ამ გეგმას სახლიდან განახორციელბს, სახელმწიფო კანცელარიიდან თუ „ქართული ოცნების“ ოფისიდან? ყაველაშვილის ეს განცხადება მოლოდინის გაჩენაა არა მხოლოდ ჩვენი მოსახლეობისთვის, დასავლეთისათვისაც. დროის მოგების პოლიტიკაა. ამით ევროკავშირს ეუბნებიან, ივანიშვილი დაბრუნდება, აღარ იქნება არაფორმალური მმართველი და იმ მოთხოვნებს, რაც ევროკომისიამ წაგვიყენა ევროკანდიდატობის სტატუსის საფასურად, თავად შეასრულებსო. „ქართული ოცნება“ არაფრის  შემსრულებელი  არ არის იმ მოთხოვნებიდან, ერთისაც კი, არც ივანიშვილის გარეშე და  ის რომც დაბრუნდეს, არც მაშინ.

– ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე წერილი დაწერა და ის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დენ ლაიენს გაუგზავნა. ღარიბაშვილი  იწუნებს ევროპარლამენტის  დასკვნას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული და ასევე, ევროკომისიის იმ დასკვნასაც, სადაც საქართველოს დეოლიგარქიზაციაზეა ლაპარაკი.სტრიქონებს შუა აშკარად იკითხება, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს მოუწოდებს, აღარ ახსენონ დეოლიგარქიზაცია და მას პირდაპირ ეუბნება,ევრო კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმულიო. მგონი, ღარიბაშვილს ევროკავშირი საქართველო ჰგონია, სადაც ერთი კაცის სიტყვაზეა ყველაფერი დამოკიდებული- პარლამენტი, მთავრობა… ეს არ არის სრული სიბრიყვე, თუ აქაც სხვა რამ ხდება?

– ევროკომისია ევროკავშირის  აღმასრულებელი ორგანო, მინისტრთა კაბინეტია.მისი ხელმძღვანელი, ევროკომისარი კი მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე, ევროპარლამენტი კი  ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო. ესენი ყველაფერს თავიანთი გადასახედიდან უყურებენ, „ქართული ოცნება“ ჰგონიათ ევროპარლამენტი და ევროკომისარი ბიძინა ივანიშვილის მსგავსი მმართველი. მაგათ მართლა  ჰგონიათ, რომ ურსულა ფონ დენ ლაიენი იმ ევროპარლამენტს დაუპირისპირდება, კონფრონტაციაში შევა იმ დეპუტატებთან, იმ პარლამენტთან, რომელთაც ის აირჩიეს ევროკომისიის პრეზიდენტად?  ჰგონიათ, ის დასკვნა, რომელიც ევროკომისიამ დადო, მისი დაწერილია და ევროკომისრები ანუ ევროკავშირის მინისტრები, საქმის კურსში არ იყვნენ, წვლილი არ შეუტანიათ  ამ დოკუმენტის შექმნაში? ეს სასაცილოა. ევროკავშირში ისეთი იერარქიაა, ისეა დაბალანსებული და გამიჯნული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ფუნქციები, ორივეს კონტროლის ისეთი მექანიზმებია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ერთი მიუღებელი სიტყვა რომ თქვას, არც ევროკომისრები შეარჩევენ და მით უმეტეს არც ევროპარლამენტი, სადაც 27 ქვეყნის რვაასზე მეტი სხვა და სხვა იდეოლოგიის დეპუტატია. ასეთი წერილების მიწერა, სულ მცირე, არაკომპეტენტურია. იმ წერილში, ღარიბაშვილი როდესაც ამბობს, ივანიშვილს ოლიგარქს რომ ეძახის, ჩემთვის არის შეურაცხყოფაო და თან ასეთი შინაარსის, ივანიშვილის გასათეთრებელ წერილს წერს, საკუთარ თავს უფრო მეტ შეურაცხყოფას სწორედ მაგით აყენებს. კაცი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, ბოლო 4 თვეა ევროკავშირზე ლაპარაკობს და იმაში ვერ გარკვეულა, ევროკავშირის სტრუქტურები როგორ არის მოწყობილი, როგორ მუშაობენ და რა ფუნქცია აქვთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved