• რეკლამა
  • კონტაქტი
15:12, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა შეიცვალა ივანიშვილის მოსვლით? მე, პოეტი კაცი, როგორც მანამდე ვმუშაობდი დარაჯად, დარაჯი ვარ დღესაც“ – გოჩა ხარანაული

ალია ავტორი - ალია
18:38 06-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,450

ნანა სულავა

„ალიას“ ესაუბრება პოეტი გოჩა ხარანაული.

-ივანიშვილმა მართალია, ბევრი ეკლესია-მონასტერი ააშენა, მაგრამ წმინდა მამები გვეუბნებიან, პირველ რიგში, უნდა აშენდეს სულიწმინდის ტაძარი. მან ქვის აშენება დაიწყო და გამორჩა მთავარი – ადამიანი. ცათამბჯენები ააგოს, თუ გინდა, ქართველი თუ დამცირებული და შეურაცხყოფილი და ქვეყნიდან გაქცეული იქნება, ვის უშენებს ეკლესია-მონასტრებს? რაღა აზრი აქვს მის ქველმოქმედებას, როცა ქართველი ადამიანი ფეხზე ვერ წამოდგა. ჩემს თავზე ვგრძნობ, რაც გააკეთა. მე პირველმა გავაპროტესტე ნაციონალებთან კოჰაბიტაცია. ეს იყო დიდი ღალატი. ხომ მოგვიბრუნდნენ? რომ მოდიხარ, უნდა შეცვალო, შენ კი იგივეს ტოვებ, რა, მაკიაჟს უკეთებ? რა შეიცვალა? ურნებში კიდევ უფრო მეტი ქართველია ჩაყუდებული; კიდვ უფრო მეტი ქართველია გაქცეული ქვეყნიდან; კიდევ უფრო მეტი მოხუცია ხელგაწვდილი და კიდევ უფრო მეტი შიმშილობს. ქართველი ერი გააღატაკა და ერთი მუჭა ჩინოვნიკების ხელში კი მილიონებია. მე, პოეტი კაცი, როგორც მანამდე ვმუშაობდი დარაჯად, დარაჯი ვარ დღესაც. ყველგან მონოპოლიებია გაბატონებული. საარჩევნო პროგრამა არ შეასრულა და ერთი წლის მერე მიიმალა. თან გვაყვედრის, ეს ავაშენე, ის ავაშენეო. ჩვენმა წინაპრებმა იმდენი ეკლესია-მონასტრები ააშენეს, ნეტა იმის მადლს გავიგებდეთ. ამ ყველაფრის შემდეგ რატომ უნდა მაინტერესებდეს ევროკავშირი? მე მაინტერესებს ისეთი სახელმწიფო, რომელიც სხვის დაკრულზე არ იცეკვებს. დამნაშავე პრეზიდენტი ვერ დაგვიჭერია. სახალხო პარტია და მთელი ევროსაბჭო გვიკიჟინებს, გამოუშვით, გამოუშვით ციხიდანო. ე.ი. რა გამოდის, კოლონია ვართ და სხვების მითითებით უნდა ხდებოდეს ქვეყნის მართვა? არ უნდათ იმის დანახვა, რა ზიანი მიაყენა მისმა სისხლიანმა მმართველობამ ქვეყანას. მათ თავიანთი იმპერიალისტური გეგმების განხორციელება უნდათ ჩვენს ქვეყანაში და სააკაშვილიც იმიტომ უნდათ, რომ კარგი შემსრულებელია.

ირლანდიის რესპუბლიკის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შეიძლება იმიტომაც არ გვიღებენ, რომ სააკაშვილი ციხეშია. მაშინ გამოდის, რომ ესენი ჩვენი მჩაგვრელები და დაუძინებელი მტრები ყოფილან. ეტყობა, მათ ჩვენი ისტორია არ იციან. ჩვენ 7 ათასი წლის წინანდელი ქვევრი გვაქვს, ყურძნის ათასამდე ჯიში გვქონდა, ვაზი, ფოლადი, ხორბალი ევროპას ჩვენ მივეცით. „ოქროს საწმისი“ ჩვენ მოგვპარეს. მედიცინა ჩვენგან მოდის. ამერიკელი საქართველოს რომ ახსენებს, ამაში ფულს უნდა იხდიდეს. რაც შეეხება რუსეთს, მეძახიან რუსეთუმეს და მეძახონ, რადგან მათ ქართველების ფასი იციან. ყველაზე მეტი კვლევები ქართული ფენომენის შესახებ რუსებს აქვთ ჩატარებული. არ დამიწყონ ახლა თავდასხმები. 2008 წლის ომი პროვოცირებული იყო. ამერიკელებმა რუსეთი წააქეზეს, ჩვენი უტვინო პრეზიდენტი გაათამამეს, დაარწმუნეს, რომ რეალურ დახმარებას საქართველო ამერიკიდან მიიღებდა. ასეც მოხდა. სააკაშვილმა ისეთი რამ გააკეთა, რაც რეალობასთან ახლოს არ იყო.

 

თეგები: გოჩა ხარანაული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved