• რეკლამა
  • კონტაქტი
15:56, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სასჯელი ელის ბუსა ჟვანიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში?

ალია ავტორი - ალია
12:03 02-17-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
361

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა. რო­გორც თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­მა, გი­ორ­გი მი­ქა­ი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას, და­ვით კა­კუ­ლი­ას და ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბას წა­რუდ­გენს.

“გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ძმებ­მა გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, გია კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის და კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში მათი ავ­ტო­რი­ტე­ტის გამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, ამ უკა­ნას­კნე­ლის შვი­ლის ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, მკვლე­ლო­ბა გა­ნიზ­რა­ხეს.

ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის მამა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, და­ვით კა­კუ­ლია 2001 წლის 25 აგ­ვის­ტოს ქ.მოს­კოვ­ში მოკ­ლეს, რა­ზეც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ვით კა­კუ­ლი­ას მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი თით­ქოს­და გია კვა­რა­ცხე­ლია იყო,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა მათ მე­გო­ბარს ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას გა­ან­დეს და შე­თან­ხმდნენ მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ამ და­ი­წყო და­ნა­შა­უ­ლის ამსრუ­ლებ­ლის მო­ძი­ე­ბა, რა მიზ­ნი­თაც იგი მის ნაც­ნო­ბებს ალე­კო ჭე­ლი­ძეს და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, შეს­თა­ვა­ზა მათ ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის შეკ­ვე­თით მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა, რა­ზე­დაც ისი­ნი და­თან­ხმდნენ. ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2021 წლის ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ემ­გზავრნენ ამა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებ­თან გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც ისი­ნი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­თი­თე­ბებს გას­ცემ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას, და­ვით კა­კუ­ლი­ას და ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ და მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გენს, (2021 წელს მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით) რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვთ 17 და 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან და პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე.

ძმებ­მა კა­კუ­ლი­ებ­მა 2022 წელს არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გას­რო­ლის შე­დე­გად ერთი პირი დაჭ­რეს და აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე 9-9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბულ ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ა­ზე კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved