რა სარგებელი მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი? “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის კითხვას, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ უპასუხა.
“სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს, ეს ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურია, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, ეს არხი სულაც ცალმხრივი რომ იყოს, ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი”, – განაცხადა გახარიამ.
რა სარგებელი მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს?
კარგი კითხვაა:
სუს-ის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიუსაჯეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივდა – ეს გადაწყვეტილება ცხინვალოს დეფაქტო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ხოდა, რა სარგებელი მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს?
პრემიერმა ბრძანა ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხებიო და…
კვერცხს გვაძლევს? ბუმბულს? ხორცს? – არა, ხო?
რაც გაიფიქრეთ, ეგაა, კი! მარა, მაგას ეკონომიკა და ჰუმანიტარული თუ ერქვა, აქამდე არ ვიცოდით!
კომენტარები