• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა საფრთხეა ადვოკატებისა და მართლმსაჯულებისთვის “ოცნების” საკანონმდებლო ცვლილებები? – ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
21:37 01-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
747

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, განცხადებას ავრცელებს და წერს:

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები მიზანშეწონილად მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებულ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ იურიდიული დახმარების სამსახურისა და თითოეული საზოგადოებრივი ადვოკატის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა მართლმსაჯულების განხორციელებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზაციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი, სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველსაყოფად.

მიგვაჩნია, რომ ინიცირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას, მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას, ასევე გააჩინოს სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიმართ სერიოზული კითხვები. ამასთან, იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების მოდელმა, შესაძლოა, შექმნას ინტერესთა კონფლიქტის რისკები ინსტიტუციურ დონეზე.

აღნიშნულ ცვლილებებს შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების სრულფასოვან დაცვასთან.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობას ეხება, ეფუძნებოდეს ფართო, ღია და გამჭვირვალე პროფესიულ კონსულტაციებს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს და აფიქსირებს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობასა და აუცილებლობას. ამასთან, ასოციაცია განუხრელად იდგება ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობისა და პროფესიული პრინციპების დაცვის სადარაჯოზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved