გაზრდილი ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა – რა სანქციები დაეკისრება მოქალაქეს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში?! – ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე განიხილა და დღესვე დაამტკიცებს პარლამენტი.
ცვლილების მიხედვით, თუ მძღოლი ვერ ჩააბარებს ალკო–ტესტს მოუწევს გაორმაგებული ჯარიმის გადახდა, იგივე ქმედების გამეორებისას კი დაჯარიმდება 3 000 ლარით და ადმინისტრაციული პატიმრობა ათიდან 15 დღემდე ვადით.
ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.
კომენტარები