• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სახიფათო თამაშშია ივანიშვილი ჩართული და როგორ შეიძლება ამან საქართველოზე იქონიოს გავლენა?

ალია ავტორი - ალია
04:02 03-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,049

ლევან ჯავახიშვილი, ალია

 

“ალიას” წყარო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთ სახიფათო თამაშშია ჩართული, შესაძლოა, მისი ქმედებების გამო, საქართველოსაც დაუწესოს სანქციები დასავლეთმა და ამერიკამ. თურქეთმა და ევროპის ქვეყნებმა, ჩვენთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გადახედონ.

“საქართველოში ჩამოვიდა 30 ათასზე მეტი რუსი, მათი უმეტესობა ფულის გასანაღდებლად იყო ჩამოსული, რადგან რუსული ბანკები, ევროსა და დოლარს არ აძლევენ რუსეთის მოქალაქეებს. უმეტესობამ ფული მოხსნა ჩვენი ბანკებიდან და რუსეთში დაბრუნდა. ზოგი მშვიდობიანი რუსი დარჩება იქ, იყიდის სახლს და იცხოვრებს. ბევრს მართლა მობეზრდა პუტინის დიქტატურაში ცხოვრება. თუმცა, საქართველოში შემოვიდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ასეულობით ადამიანი. ისინი აქ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს აფუძნებინებენ იურიდიულ  პირებს და ამაში ფულს უხდიან. მიზანი მარტივია. კომპანია, რომლის დამფუძნებელიც ფიქტიურად საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველია, შეისყიდის ნებისმიერ ტვირთს საქართველოში, ამ ტვირთს კი შემდეგ  გაიტანს რუსეთში. საქართველო გახდება ფანჯარა, “შავი ხვრელი”  სანქცირებული რუსეთისთვის სხვა და სხვა სახის პროდუქციის მისაწოდებლად. ეს სქემა მალე ამუშავდება და ის ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობის  გარეშე ვერ იმუშავებს. ახლა, რუსებმა რამდენიც არ უნდა აფორმონ ფიქტიური კომპანიები საქართველოს მოქალაქეებზე, ეს არ გამოეპარებათ  ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის სპეცსამსახურებს. ორშაბათს “ალიას” მეშვეობით უამრავი ადამიანი გაიგებს და მათ უკვე, ცხადია, ეს იციან. არ გამოეპარებათ არც რუსეთში გატანილი  ტვირთის მოძრაობა. ეს კი სანქცირებული რუსეთის ხელშეწყობა იქნება, ეს ომში ჩართვა იქნება. ამას ევროპა და ამერიკა, ასევე, სანქციებს მიერთებული სხვა  ქვეყნები, არ გვაპატიებენ და დაგვადებენ სანქციებს, გადახედავენ ჩვენთან გაფორმებული ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ხელშეკრულებას. მარტო ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა არ დაისჯება ამის შემდეგ. სანქციებს დაუწესებენ საქართველოსაც და ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდება” – განუცხადა “ალიას” წყარომ.

 

“მალე ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს მოიშორებს ივანიშვილი” – პრემიერობის ორი სავარაუდო კანდიდატი და “მოძულებული მინისტრების” სია

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved