ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
ისე რა საინტერესო ფაქტია, ჯერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი დატოვეს მერამდენე წელია დირექტორის გარეშე (არ გვაინტერესებს საზოგადოებრივი ჯანდაცვაო) და ახლა სამინისტროც ხელმძღვანელის გარეშეა…ჰოდა, გვინდა კი საერთოდ ჯანდაცვა. გვაქვს 3 ჯერ მეტი კერძო ჰოსპიტალი ვიდრე საერთოდ ჰოსპიტალია საჭირო, ფული იჭრება, სახელმწიფო ჰოსპიტალი არ გვჭირდებაო, პაციენტებს შეუძლიათ თურქეთშიც იმკურნალონო, ფარმაციაც კარგად შოულობს, პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს, რისკ ფაქტორები არავის აინტერესებს, ანტივაქსერებს ვაღმერთებთ, და …იქნებ ეკონომიკის სამინისტროში შევქმნათ რაიმე, ჯანდაცვის დეპარტამენტის სახით და დავისვენებთ.
კომენტარები