• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა რჩევებს აძლევს მიხეილ მაჭავარიანი გიგა ბოკერიას და ბიძინა ივანიშვილს?!

ალია ავტორი - ალია
15:56 07-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

ჩრდილში გასული და პოლიტიკურ ბრძოლას ჩამოშორებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ვარსკვლავი, „პოლიტიკის უხუცესი“ მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკიურ კულუარებში, „ევროპული საქართველოს“ ფლანგზე, მრჩევლის სტატუსით დაბრუნდა.

როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მრავალგზის გამოცდილი მაჭავარიანი „ევროპულ საქართველოსთან“ აქტიური კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება.

„პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ, დისერტაციას ვიცავ სექტემბერ-ოქტომბერში. ძალიან დიდი ძალისხმევა, შრომა სჭირდება ამას, ძალიან დაძაბული სიტუაცია მაქვს და ახლა ამაზე ვარ გადართული. კვლევას თუ ატარებთ და გაინტერესებთ, ხმას ვაძლევ თუ არა „ევროპულ საქართველოს“ და მხარს ვუჭერ თუ არა – დიახ, ეს ასეა. რჩევა თუ სჭირდებათ და მეკითხებიან რამეს, ვაძლევ რჩევებსაც, მაგრამ კვლავ პოლიტიკაში შემოსვლას არ ვაპირებ. ჩემს გეგმებში ეს არ შედის და არც ამ თემაზე ვაწარმოებ კონსულტაციებს“,- განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას მიხეილ მაჭავარიანმა.

ინფორმირებული წყარო ასევე გვიყვება, რომ გარდა „ევროპულ აქართველოსთან“ კონსულტაციებისა, მიხეილ მაჭავარიანი თავის თანასოფლელ ბიძინა ივანიშვილსაც აქტიურად არძლევს პოლიტიკურ რჩევებს, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მაჭავარიანმა არ ისურვა.

„ამ კითხვას უკომენტაროდ დავტოვებ“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

როგორც ყველასთვის ცნობილია, მიხეილ მაჭავარიანი და ბიძინა ივანიშვილი საჩხერის რაიონიდან არიან. თავის დროზე, მიხეილ მაჭავარიანის ძმა „ოცნების“ მთავრობაში დასაქმდა.

მაშინ მიხეილ მაჭავარიანმა განაცხდა, რომ მას და მის ძმას სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება აქვთ. ეს შეიძლება ასეც არის, მაგრამ ისინი, ვინც პოლიტიკაში ერკვევიან, თავის დროზე ამბობდნენ, რომ ვანო მაჭავარიანი ძმაზე არანაკლები კარგი პოლიტტექნოლოგი და ანლიტიკოსია, ანუ ნაბიჯებს შემთხვევით არასოდეს დგამს.

მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკური ბრძოლის ველიდან 2016 წელს გავიდა. რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და რატომ ამჯობინა, რომ პოლიტიკას სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც ჩამოცილებოდა, ამაზე ზუსტი პასუხი არავინ იცის.

თუმცა, როგორც ამბობენ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო მიზეზი, რის გამოც მაჭავარიანი პოლიტიკიდან წავიდა. იმასაც ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა კულუარებში, ძალიან კომფორტულად გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ მაჭავარიანს პოლიტიკურ კულუარებში „მოქკავშირის გებელსსაც“ კი ეძახდნენ. მაჭავარიანი 1995 წლიდან, 2016 წლამდე ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ამას გარდა, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდულ ასაკაში, „მოქალაქეთა კავშრის“ გენერალური მდივნისა და ასევე, შემოსავლების მინისტრის პოსტებს იკავებდა.

თეგები: მიხეილ მაჭავარიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved